იოჰანესბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
იოჰანესბურგი, აგრეთვე ცნობილი როგორც ჯოზი, ჯო'ბურგი ან ეგოლი (ინგლ. Johannesburg, აფრ. Johannesburg, თარგი:Lang-ve, თარგი:Lang-zu, კოს. iRhawutini) — მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი სამხრეთ აფრიკაში. იოჰანესბურგი გაუტენგის პროვინციის დედაქალაქია, რომელიც თავის მხრივ უმდიდრესი პროვინციაა სამხრეთ აფრიკაში, უდიდესი ეკონომიკით სუბსაჰარული აფრიკის აგლომერაციათა შორის.[2] ეს ქალაქი ასევე მსოფლიოს 40 უდიდეს აგლომერაციათა შორისაა,[3] და ასევე მსოფლიოს უდიდესი ქალაქია, რომელიც მდინარეზე, ტბისა თუ ზღვის სანაპიროზე არ მდებარეობს.[4]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
იოჰანესბურგი ინგლ. Johannesburg აფრ. Johannesburg თარგი:Lang-ve თარგი:Lang-zu კოს. iRhawutini | |||||
| |||||
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
პროვინცია | გაუტენგიგაუტენგი | ||||
კოორდინატები | 26°12′16″ ს. გ. 28°02′44″ ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | პარკს ტაუ | ||||
დაარსდა | 1886 | ||||
ფართობი | 334,81 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1753 მ | ||||
მოსახლეობა | 957 441 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 2859,65 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 4 434 827[1] | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 011 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2000, 2001 | ||||
ოფიციალური საიტი | joburg.org.za | ||||
იოჰანესბურგი არ არის სამხრეთ აფრიკის სამ დედაქალაქთა შორის, თუმცა აქ მდებარეობს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც წყდება ქვეყნის ახალი აპართეიდის შემდგომი კონსტიტუციის ცვლილებები. ქალაქი ოქროთი და ძვირფასი ქვებით ვაჭრობის მსხვილი ცენტრია, მისი ვიტსატერსრანდის მინერალებით მდიდარ ქედებთან სიახლოვის წყალობით. ქალაქს ემსახურება ო. რ. ტამბოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, უმსხვილესი და ყველაზე დატვირთული აფრიკაში. ბოლო დროს ლანსერიას საერთაშორისო აეროპორტმაც დაიწყო საერთაშორისო რეისების მომსახურება და მეტროპოლისის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
2011 წლის აღწერის თანახმად ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 957 441 ადამიანს[5], მუნიციპალური დასახლების მოსახლეობის რაოდენობა 4 434 827 ადამიანს[6], ხოლო დიდი იოჰანესბურგის მეტროპოლისისა კი — 7 860 781 ადამიანს.[7] უფრო ვრცელი გაგებით იოჰანესბურგის აგლომერაცია მოიცავს ეკურჰულენის, უესტ რანდს, სოუეტოსა და ლენასიას, საერთო მოსახლეობით — 10 267 700 ადამიანი (2007 წელი).[8] ქალაქის ფართობია 334,81 კმ², მუნიციპალური დასახლების ფართობი კი 1644,96 კმ², რომელიც საკმაოდ ვრცელია სხვა ქალაქებთან შედარებით და, ამგვარად, მოსახლეობის სიმჭირდოვე დაბალია.
იოჰანესბურგი მოიცავს სოუეტოს, რომელიც გვიანი 1970-იანი წლებიდან 1990-იანებამდე ცალკე ქალაქი იყო. სახელი „სოუეტო“ აკრონიმია „South-Western Townships“ (სამხრეთ-დასავლეთის დაბები) და წარმოიშვა იოჰანესბურგის განაპირას სპონტანურად გაჩენილი დასახლებებიდან, სადაც ძირითადად ოქროს მადნების მაღაროების ადგილობრივი აფრიკელი მუშები ცხოვრობდნენ. იოჰანესბურგში შემოერთების შემდეგ აპართეიდის რეჟიმმა (1948-1994 წწ) სოუეტო დანარჩენი იოჰანესბურგისგან გამოჰყო, რითაც ის სრულიად შავკანიანთა დასახლება გახადა.
დასახლება ლენასიაც ამაჟამად იოჰანესბურგის ნაწილია და ის აპართეიდის პერიოდიდან ძირითადად წარმომავლობით ინდოელებითაა დასახლებული.
გაუტენგის პროვინცია მასიური ურბანიზაციის გამო სწრაფად იზრდება. გაუტენგის ურბანული ნაწილი, რომელიც ძირითადად იოჰანესბურგს, ეკურჰულენისა და ტშვანეს (დიდი პრეტორია) მოიცავს, პოლიცენტრული აგლომერაცია ხდება და მისი მოსახლეობა 2015 წლისთვის 14,6 მილიონს გადააჭარბებს.[9]