From Wikipedia, the free encyclopedia
იოსებ დამწინდველი — მარიამ ღვთისმშობელის მეუღლე და იესო ქრისტეს მიწიერი მამა.
იოსებ დამწინდველი יוֹסֵף | |
---|---|
დაიბადა |
ძვ. წ. 30[1] ნაზარეთი, იუდეა |
გარდაიცვალა |
არაუადრეს 12 და არაუგვიანეს 29 ნაზარეთი, იუდეა, რომის იმპერია |
ხსენების დღე | 19 მარტი[2] და Q123467193? |
მოღვაწეობა | laborer, artisan, დურგალი და tektōn |
ენა | არამეული ენები |
ეროვნება | ებრაელები[3] |
პერიოდი | I საუკუნე[4] |
მეუღლე | მარიამ ღვთისმშობელი |
შვილ(ებ)ი | იესო ქრისტე, იაკობი ძმა უფლისა, Simon, brother of Jesus, Jude, Joses, იოსია (იოსტოსი) მოციქული და historical Jesus |
წარმოშობით წმინდა იოსები იყო დავითის ტომიდან. კვიპრისელი ეპისკოპოსი ეპიფანე (403) წერს: „იოსებ დამწინდველი 80 წლამდე წმინდად ცხოვრობდა. მას ჰყავდა მეუღლე სალომეა, ოთხი ძე (იაკობი, იოსები, სვიმონი და იუდა) და ორი ქალიშვილი (მარია და სალომეა). მეუღლის გარდაცვალების შემდგომ რამდენიმე წელი ქვრივად ცხოვრობდა ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული მარიამის ცოლად შერთვამდე“.[5]
ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა? და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
— (მათ.13:55-56)
გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობლის დაწინდვის მომენტში იოსები 80 წელზე მეტი ხნისა იყო. სავარაუდოა რომ მართალი იოსები იესო ქრისტეს ამქვეყნად ცხოვრების პერიოდში გარდაიცვალა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.