From Wikipedia, the free encyclopedia
სვიმეონი (გ. 107) — სამოცდაათ მოციქულთაგანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 27 აპრილი, ახალი სტილით - 10 მაისი. ხორციელი ძმა უფლისა, იყო კლეოპას, წმინდა იოსებ დამწინდველის უმცროსი ძმის ძე. მან იხილა უფლის სასწაულები, ირწმუნა მისი და გახდა 70 მოციქულთაგანი. წმინდა სვიმეონი ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას და ამხელდა კერპთაყვანისმცემლობას. წმინდა იაკობ მოციქულის მოკვდინების (გ. 63; ხს. 5 ნოემბერს) შემდეგ ქრისტიანებმა იგი იერუსალიმის ეპისკოპოსად აირჩიეს. იმპერატორ ტრაიანეს მეფობის ჟამს (98-117) რომაელ მმართველს ატიკას უთხრეს, რომ წმინდა სვიმეონი დავით მეფის ტომიდან იყო (რომაელები ანადგურებდნენ დავით მეფის შთამომავლებს) და ქრისტეს სარწმუნოებას აღიარებდა. წარმართებმა შეიპყრეს 100 წელს მიტანებული წმინდა ეპისკოპოსი და ხანგრძლივი წამების შემდეგ ჯვარს აცვეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.