ინგუშეთის დროშა — ინგუშეთის მთავარი სახელმწიფო სიმბოლო. მასზე გამოსახულია, თეთრ ფონზე წითელი ტრისკელიონის სიმბოლო, ხოლო ზემოთ და ქვემოთ აქვს ვიწრო მწვანე ჰორიზონტალური ზოლები. ამჟამინდელი დროშა დამტკიცდა 1999 წლის 11 ივლისს და შეიტანილია რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰერალდიკის რეესტრში, 152 ნომრის შესაბამისად.[3][4][5].
ინგუშეთის დროშა | |
---|---|
ამჟამინდელი დროშა | |
მიღებულია | 11 ივლისი, 1999 წელი |
პროპორცია | 2:3 |
დროშის ავტორი | სუკიევი, მაგომედ-გირეი [1] |
კომპიუტერული დიზაინი |
თეთრ ფონზე გამოსახული წითელი ტრისკელიონის სიმბოლო, ზემოთ და ქვემოთ კი ვიწრო მწვანე ჰორიზონტალური ზოლები. |
წინა დროშები | |
1994 წლის 13 მაისი[2] - 1999 წლის 11 ივლისი | |
პროპორცია | 1:2 |
ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღედ გამოცხადებულია 11 ივლისი. ეს არის ინგუშეთის დღესასწაული, რომელიც დადგენილია ინგუშეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის ბრძანებულებით, 2014 წლის 11 სექტემბერს.[6]
1999 წლის დროშა
აღწერა
ინგუშეთის რესპუბლიკის ეროვნული დროშა არის თეთრი ფერის სწორკუთხა პანელი, რომლის ცენტრში არის მზის ნიშანი, წითელი წრის სახით, რომლისგანაც სამი სხივი გამოდის, თითოეული სხივი მთავრდება არასრული წრით. დროშის სიგანის თანაფარდობა მისი სიგრძესთან არის 2:3 შეფარდების ტოლი.
დროშას ზედა და ქვედა ნაწილების მთელი სიგრძის გასწვრივ ორი მწვანე ზოლი აქვს ერთანეთის პარალელურად განლაგებული. მზის ნიშნის შიდა წრის სხივი არის დროშის სიგანის ერთი მეთერთმეტედი ნაწილი. მზის ნიშნის წრის შემქმნელი ზოლის სიგანე არის დროშის სიგანის ერთი მეთერთმეტედი, ხოლო მზის ნიშნის სამი სხივის სიგანე არის დროშის სიგანის ერთი მეოცედი.
მზის ნიშნის ერთი სხივი ვერტიკალურად მდებარეობს დროშის სიგრძის მიმართ და განლაგებული არის ინგუშეთის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის ზედა ნაწილში. სხივების ბოლოს არასრული წრის ზედა წერტილსა და მზის ნიშნის გარე წრეს შორის მანძილი არის დროშის სიგანის ერთი მეცხრედი. სამივე სხივი თანაბრად არის დაშორებული და განლაგებული მზის ნიშნის მთელი წრეწირის გარშემო და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
ინგუშის დროშა შეიქმნა კონკურსისთვის 1993 წელს, ის წარადგინა ინგუშეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ეროვნული არჩევნების მომზადების საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც მოგვიანებით გახდა საარჩევნო კომისია. დროშის ავტორი და შემქმნელია პროფესორი იბრაჰიმ აბდურახმანოვის ძე დაკილგოვი.[7].
1994 წლის დროშა
დროშა შედგება თეთრი და მწვანე ჰორიზონტალური ზოლებისაგან. თეთრი ზოლი მდებარეობს დროშის ცენტრში, რომელიც 4-ჯერ უფრო ფართოა ვიდრე დანარჩენი ზოლები, ცენტრში არის წითელი მზის ნიშანი, მზის ნიშნის შიდა წრის დიამეტრი უდრის დროშის სიგანის ერთ მესამედს. დროშის სიგრძე ორჯერ მეტია მისი სიგანე, ამიტომაც მათი პროპორციული ფარდობა 1:2-ის ტოლია.
ლეტერატურა
- Alfred Znamierowski: Zászlóenciklopédia. Budapest: Athenaeum 2000. 2002. ISBN 963 9261 87 4
- Vetry Peremen – Flagi i Gerby Respublik Rossii, Winds of Change – Flags and Coats of Arms of the Russian Republics, 1996
- I. S. Smetannikov: Gerby i Flagi subektov Rossijskoj Federatsii – The Arms and Flags of the Subjects of the Russian Federation, 2003
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.