From Wikipedia, the free encyclopedia
ინგუშეთის რესპუბლიკა (რუს. Респу́блика Ингуше́тия; ინგშ. ГIалгIай Мохк, ГIалгIайчен республик ) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში. რესპუბლიკის დედაქალაქია მაგასი, უდიდესი ქალაქი კი — ნაზრანი.
ინგუშეთის რესპუბლიკა ГIалгIай Мохк, ГIалгIайчен республик Республика Ингушетия ინგუშეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
|
||||||
დედაქალაქი | მაგასი | |||||
უდიდესი ქალაქი | ნაზრანი | |||||
ოფიციალური ენა | ინგუშური, რუსული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
- | ინგუშეთის მეთაური | მაჰმუდ-ალი კალიმატოვი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 3 628 კმ2 (82-ე რუსეთში) | ||||
- | წყალი (%) | - | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2018 აღწერა | 488 043 | ||||
- | სიმჭიდროვე | 134,52 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | რუსული რუბლი (RUB ) |
|||||
დროის სარტყელი | (UTC +3სთ.) | |||||
ქვეყნის კოდი | RU-IN | |||||
სატელეფონო კოდი | 7 |
ესაზღვრება ჩეჩნეთის, საქართველოს, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებს. შეიქმნა 1992 წლის 4 ივნისს.
ინგუშეთი რუსეთის ნაწილია 1810 წლიდან. 1921-24 წლებში ის საბჭოთა მთიანი რესპუბლიკის ნაწილია, რომელიც კავკასიაში დაარსდა. ინგუშთა ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეიქმნა. 1934-1992 წლებში ის მეზობელ ჩეჩნეთს შეუერთეს ჩეჩენო-ინგუშეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, მეორე მსოფლიო ომის დროს მცირე პერიოდის გარდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სტალინმა ინგუშებს ნაცისტებთან თანამშრომლობა დააბრალა და მთელი მოსახლეობა ცენტრალურ აზიაში გადაასახლა. მათი ავტონომიური რესპუბლიკა გაუქმდა და პრიგოროდნი რაიონი მეზობელ ოსეთს მიუერთდა. 1950-იან წლებში ინგუშებს ამნისტია გამოუცხადეს და დაბრუნების უფლება მისცეს, თუმცა პრიგოროდნი რაიონი ისევ ოსეთის ნაწილად რჩებოდა და იქ გადმოსახლებული ოსები დაბრუნება-მოწადინებულ ინგუშებს ალმაცერად უყურებდნენ.
დაძაბულობა კონფლიქტში გადაიზარდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ; ჩრდილო კავკასია პირველი იყო სადაც მწვავე ინტერეთნიკური კონფლიქტები წამოიწყო რუსეთის ფედერაციაში. 1992 წლის ოქტომბრის ბოლოს ათობით ათასი ინგუში აიძულეს საკუთარი სახლებიდან აყრილიყვნენ პრიგოროდნი რაიონიდან, ერთ დღეში, მას შემდეგ რაც არაკონტროლირებადი ინგუშთა არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფება ნაზრანიდან ოსეთის ტერიტორიაზე აგრესიულ თავდასხმას ახორციელებს.
მას შემდეგ ლტოლვილთა განსახლება მწვავე პრობლემად აწევს ინგუშეთის მთავრობას, რომელსაც კიდევ უფრო ამწვავებს უკიდურესად მაღალი (50%) უმუშევრობა, ეკოლოგიური კრიზისი, რუსეთის ჯარების მაღალი კონცენტრაცია მეზობელ ჩეჩნეთში მიმდინარე ომის გამო და ყოველივე ამას დამატებული მეზობელი რაიონებიდან შემოხიზნული ჩეჩენი ლტოლვილები. ოსეთთან ლტოლვილების დაბრუნების საკითზე რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
2002 წელს დედაქალაქი ნაზრანიდან მაგასში გადაიტანეს.
2004 წლის ივნისში შეიარაღებული დაჯგუფების 570 წევრი შეიჭრა ინგუშეთში და ნაზრანის აღება მოინდომა, შედეგად მოკლულ იქნა 90-მდე მოქალაქე. რუსეთმა თავდახმის ორგანიზაციაში ჩეჩენთა სამხედრო ლიდერი შამილ ბასაევი დაადანაშაულა.
ინგუშეთი ადმინისტრაციულად იყოფა ოთხ რაიონად და ხუთ საქალაქო ოლქად.
№ | სახელი | ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|
1 | ჯეირახის რაიონი | სოფელი ჯეირახი |
2 | მალგობეკის რაიონი | ქალაქი მალგობეკი |
3 | ნაზრანის რაიონი | ქალაქი ნაზრანი |
4 | სუნჯის რაიონი | ქალაქი სუნჯა |
I | ყარაბულაქის საქალაქო ოლქი | ქალაქი ყარაბულაქი |
II | მაგასის საქალაქო ოლქი | ქალაქი მაგასი |
III | მალგობეკის საქალაქო ოლქი | ქალაქი მალგობეკი |
IV | ნაზრანის საქალაქო ოლქი | ქალაქი ნაზრანი |
V | სუნჯის საქალაქო ოლქი | ქალაქი სუნჯა |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.