ინგლისის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინგლისის ისტორია არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ხალხის წარსული.როგორც 2010 წლის არქეოლოგიური აღმოჩენები ცხადყოფს,ინგლისის ანუ გაერთიანებულ სამეფოში შემავალი ქვეყნის ტერიტორია 800 000 წლის წინ დასახლებული ყოფილა.თანამედროვე ადამიანებისთვის ყველაზე ადრეული აღმოჩენა არის 1927 წელს ჩრდილო დასავლეთ ევროპაში აღმოჩენილი ყბის ძვალი,რომელიც 2011 წელს ხელახლა დაათარიღეს 41-44 ათასი წლის წინანდელი კვალიფიკაციით.ადამიანთა შემდგომი დასახლებები თარიღდება 12 000 წლის წინანდელი პერიოდით.ეს არის ბოლო გამყინვარების ეპოქა.რეგიონში არის უმარავი მეზოლითური,ნეოლითური და ბრინჯაოს ხანის ნაშთები,მაგალითად სტოუნჰენჯი და ეივბერი.რკინის ხანაში ფორტის ყურეს სამხრეთით,დღევანდელი ინგლისის და უელსის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ კელტუერი ტომები ბრიტები,კუნძულ ბრიტანეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში ასევე ცხოვრობდნენ ბელგები,ატრებატები,კეტვულანები,ტრინოვანტები და სხვები.ჩვ.წ–აღ 43 წელს ბრიტანეთი რომაელებმა დაიპყრეს.მათი მმართველობა 5 საუკუნის ჩათვლით გაგრძელდა.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ინგლისის ისტორია | |
---|---|
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა | |
წინაისტორიული ბრიტანეთი | |
რომანული ბრიტანეთი | |
ანგლო-საქსური ინგლისი | |
ანგლო-ნორმანული ინგლისი | |
პლანტაგენეტები | |
ლანკასტერები | |
იორკები | |
ტიუდორები | |
სტიუარტები | |
პროტექტორატი | |
სტიუარტები რესტავრაცია | |
დიდი რევოლუცია | |
დიდი ბრიტანეთის სამეფო | |
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო | |
გაერთიანებული სამეფო | |
[1] დაახლოებით 800 წლის შემდეგ, IX საუკუნის დამდეგიდან, ჩვეულებრივი მოვლენა გახდა ვიკინგთა თავდასხმები. 1066 წელს ბრიტანეთში ნორმანები შეიჭრნენ და დაიპყრეს იგი. შუა საუკუნეებში ხშირი იყო სამოქალაქო ომები და ბრძოლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან. რენესანსის პერიოდში ინგლისი ტიუდორების მიერ იმართებოდა. XII საუკუნეში ინგლისმა დაიპყრო უელსი, XVIII საუკუნეში შემოიერთა შოტლანდია და ამით ფაქტობრივად დასრულდა გაერთიანებული სამეფოს ფორმირება. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ დიდი ბრიტანეთი უდიდეს იმპერიად გადაიქცა, რომელიც დღესდღეობით აღარ არსებობს, თუმცა მისი კულტურის გავლენა დღესაც მრავალ ქვეყანაზე იგრძნობა.