![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/84/Imphal_At_Dusk.jpg/640px-Imphal_At_Dusk.jpg&w=640&q=50)
იმპჰალი
From Wikipedia, the free encyclopedia
იმპჰალი ― ინდოეთის შტატ მანიპურის დედაქალაქი და მეორე უდიდესი ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში. ქალაქის მეტროპოლიური ცენტრი მოიცავს ყოფილი მანიპურის სამეფოს სამეფო რეზიდენციის, კანგლის სასახლის (ოფიციალურად ცნობილი როგორც კანგლის ფორტი) ნანგრევებს, რომლის ირგვლივაც თხრილია შემოვლებული. ქალაქი დასავლეთ იმპჰალისა და აღმოსავლეთ იმპჰალის რაიონებს მოიცავს. ქალაქის დიდი ნაწილი და მოსახლეობის უმრავლესობა დასავლეთ იმპჰალის ტერიტორიაზეა.[1] იმპჰალი ერთ-ერთია ინდოეთის გონიერი ქალაქის მისიის ფარგლებში შერჩეულ ქალაქებს შორის.[2] იგი კომერციული კერაა და ცნობილია ნაქსოვი ნაწარმით, თითბრისა და ბრინჯაოს ნაკეთობებითა და სხვა დარგებით. ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მეითეის ენაზე (ოფიციალურად ცნობილი როგორც მანიპურის ენა) საუბრობს.[3]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
იმპჰალი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
კოორდინატები | 24°49′12″ ჩ. გ. 93°57′00″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 786±1 მეტრი |
მოსახლეობა |
268 243 (2011), 264 986 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 3852 |
საფოსტო ინდექსი | 795001 |
INS Imphal-ს, ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ვიშაკაპატნამის კლასის მესამე ხომალდს, მართვადი რაკეტებით აღჭურვილ საესკრადო ნაღმოსანს, სახელი იმ ინდოელი ჯარისკაცების საპატივცემულოდ ეწოდა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს იმპჰალის ბრძოლაში დაიღუპნენ.[4] ხომალდი პირველი ინდური სამხედრო-საზღვაო გემია, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის ქალაქის შესაბამისად ეწოდა სახელი.[5]
Encyclopedia Britannica-ის მიხედვით, იმპჰალი მანიპურის ერთადერთი ქალაქია.[6]