From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორ იენისა და ხუანგის ქანდაკება — მთაზე ამოკვეთილი ძეგლი ჩინეთში, ყვითელი მდინარის (ხუანგხე) ნაპირზე. ძეგლის საერთო სიმაღლეა 106 მეტრი, 55 მეტრიანი მთის ტანითა და 51 მეტრიანი ბიუსტით თავზე. მათზე გამოსახულია ორი მითიური იმპერატორი იენ ტი და ხუანგ ტი. მშენებლობა გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში და დასრულდა 2007 წელს.[1] მშენებლობის ხარჯებმა ჯამში 22,5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. [2] ქანდაკება მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხენანის პროვინციის დედაქალაქ ჭენგჭოუში. [3]
1987 წელს, ვანგ ჟენმინი, რომელსაც მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა ჭენგჭოუს მთავარ ტურისტულ ატრაქციონში, ეწვია სინგაპურსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რათა გასცნობოდა ადგილობრივ ტურისტულ ატრაქციონებს. ჩინელი ხალხი, რომელსაც იგი მოგზაურობისას დაუკავშირდა, იზიარებდა იან ტისა და ხუანგ ტის შთამომავლობის შესახებ გაბატონებულ კონცეფციას. შედეგად, ყვითელ მდინარესთან, 1987 წლის 15 ოქტომბერს, ვანგ ჟენმინმა უმასპინძლა პრესკონფერენციას იმპერატორების იენისა და და ხუანგის გიგანტური სკუპლტურების ყვითელი მდინარის ტურისტულ ზონაში მშენებლობისთვის და მთელი ჩინეთის მასშტაბით დაიწყო შემოწირულობების შეგროვება. 1988 წელს, პეკინში შეიქმნა იმპერატორების იენისა და ხუანგის გიგანტური სკუპლტურის მოსამზადებელი საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის თავმჯდომარე იყო ჭოუ კუჩანგი, ხოლო აღმასრულებელი თავმჯდომარე სიაო ქე. 1991 წლის 10 მაისს, პეკინში დაარსდა ჩინური ეროვნული იენ-ჰუანგის კვლევის ასოციაცია.იმავე წლის 12 სექტემბერს გაიმართა იმპერატორების იენისა და ხუანგის გიგანტური კოლოსის საძირკვლის პროექტი, მშენებლობა გადაეცა ჭენგჭოუს მუნიციპალურ მთავრობას და შედიოდა ჭენგჭოუს ქალაქის მთავარ სამშენებლო პროექტებში. თუმცა ბიუჯეტის სიმწირის გამო პროექტის მიმდინარეობა რამდენჯერმე შეჩერდა. საბოლოოდ, 2007 წლის 18 აპრილს გაიმართა იმპერატორ იენისა და ხუანგის ქანდაებების საზეიმოდ გახსნის ცერემონია.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.