ილოილოს პროვინცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ილოილოს პროვინცია (ტაგ: Lalawigan ng Iloilo) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს დასავლეთი ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ილოილო. ილოილო ვისაიასის კუნძულ პანაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ანტიკე ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — კაპისი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ჯინტოტოლოს არხი, აღმოსავლეთიდან — გუიმარასის სრუტე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან — ილოილოს სრუტე და პანაის ყურე.
ილოილო | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
---|---|---|---|
ადმ. ცენტრი | ილოილო | ||
შიდა დაყოფა | ილოილო, Passi, ახუი (ილოილო), ალიმოდიანი, ანილაო (ილოილო), ბადიანგანი, ბალასანი, ბანატე (ილოილო), ბაროტაკ-ნუევო, ბაროტაკ-ვიეხო, ბატადი (ილოილო), ბინგავანი, კაბატუანი (ილოილო), კალინოგი, კარლესი, კონსეპსიონი (ილოილო), დინგლე (ილოილო), დუენიასი (ილოილო), დუმანგასი, ესტანსია (ილოილო), გიმბალი, იგბარასი, ხანიუაი, ლამბუნაო, ლეგანესი (ილოილო), ლემერი (ილოილო), ლეონი (ილოილო), მაასინი (ილოილო), მიაგაო, მინა (ილოილო), ახალი ლუსენა, ოტონი (ილოილო), პავია (ილოილო), პოტოტანი, სან-დიონისიო (ილოილო), სან-ენრიკე (ილოილო), სან-ხოაკინი (ილოილო), სან-მიგელი (ილოილო), სან-რაფაელი (ილოილო), სანტა-ბარბარა (ილოილო), სარა (ილოილო), ტიგბაუანი, ტუბუნგანი და სარაგა | ||
კოორდინატები | 11°00′00″ ჩ. გ. 122°40′00″ ა. გ. | ||
მმართველი | Arthur Defensor Jr. | ||
დაარსდა | 1566 | ||
ფართობი | 5000.83 კმ² | ||
მოსახლეობა | 2 051 899 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+8 | ||
სატელეფონო კოდი | 33 | ||
საფოსტო ინდექსი | 5000–5043 | ||
ოფიციალური საიტი | http://iloilo.gov.ph/ | ||
| |||
წარსულში ილოილოს პროვინციის შემადგენლობაში კუნძული-პროვინცია გუიმარასიც შედიოდა, რომელიც დღეს დამოუკიდებელი პროვინციაა. პპანაის ყურისა და გუიმარასის სრუტის მიღმა დასვლეთი ნეგროსი მდებარეობს, რომელიც კუნძულ ნეგროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იკავებს. პროვინციის დედაქალაქი, ილოილო გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაშია მოქცეული, მაგრამ პპოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა (პროვინციული დედაქალაქის მოსახლეობის გამოკლებით) 1 936 423 ადამიანს, ხოლო ქალაქ ილიოილოს მოსახლეობასთან ერთად 2 361 042 ადამიანს შეადგენს.