From Wikipedia, the free encyclopedia
მდინარე ილი (ყაზახ. Іле; რუს. Или; ჩინ.: 伊犁河; მონღ. Ил) — მდინარე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთსა (სინძიანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთ ყაზახეთში (ალმათის ოლქი).
მისი სიგრძეა 1439 კილომეტრი, საიდანაც 815 კილომეტრს გადის ყაზახეთში. სათავეს იღებს აღმოსავლეთ ტიან-შანში. ილი მოიცავს აუზს ტიან-შანსა და ბორო-ხოროს მთიანეთს შორის.
ილი ჩაედინება ბალხაშის ტბაში, სადაც ქმნის ვრცელ და ნაყოფიერ დელტას.
ილი პირველად მოხსენიებულია მახმუდ ალ-კაშგარის თურქულ ენციკლოპედიაში, რომელიც დაიწერა 1072-1074 წლებში. ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ მდინარე ილის ნაპირებზე ცხოვრობს რამდენიმე თურქული ტომი. მისი სახელი შეიძლება წარმოდგებოდეს უიღურული სიტყვისგან - ილ, რაც ითარგმნება როგორც - „კაუჭი“ და შეესაბამება მდინარის გეოგრაფიულ მონახაზს.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.