![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/80/World%25E2%2580%2599s_Largest_Butaka.jpg/640px-World%25E2%2580%2599s_Largest_Butaka.jpg&w=640&q=50)
ილაგანი
From Wikipedia, the free encyclopedia
ილაგანი (ოფიციალურად ქალაქი ილაგანი; იბა: Siudad nat Ilagan; ტაგ: Lungsod ng Ilagan) — პირველი კლასის ქალაქი და ისაბელის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 145 568 ადამიანს შეადგენს და პროვინციის უდიდესი ქალაქია მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. პროვინციაში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 98 565 ადამიანს უდრის.
ილაგანი | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
---|---|
კოორდინატები | 17°08′56″ ჩ. გ. 121°53′22″ ა. გ. |
დაარსდა | 4 მაისი, 1686 |
ფართობი | 1166.26 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 139 მეტრი |
მოსახლეობა | 158 218 (1 მაისი, 2020)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+8 |
სატელეფონო კოდი | 78 |
საფოსტო ინდექსი | 3300 |
ოფიციალური საიტი | https://www.cityofilagan.gov.ph |
იალაგანის ფართობი 116 626 ჰექტარია და კუნძულ ლუსონის უდიდესი ქალაქი, ხოლო ფილიპინების მასშტაბით მე-4 უდიდესი ქალაქია დავაოს, პუერტო-პრინსესასა და ზამბოანგისს შემდეგ.[2] ქალაქად გამოცხადებამდე ილაგანს პირველი კლასის მუნიციპალიტეტის სტატუსი ჰქონდა.[3]
ქალაქი ფილიპინების სიმინდის დედაქალაქია და II რეგიონის ზრდის მთავარ ცენტრად მიიჩნევა. ქალაქის ინდუსტრიების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზეა დაფუძნებული. ბოლო ათწლეულებში შინაური ფრინველებისა და მეღორეობის სექტორში ადგილობრივი ინვესტიციები ჩაიდო. ფილიპინების ქალაქებს შორის ილაგანი პირველ ადგილზეა სიმინდის წარმოების მაჩვენებლით. სოფლის-მეურნეობის წამყვანი სფეროები სიმინდის, ბრინჯის, ბოსტნეულისა და პარკოსნების წარმოებაა. ხილი, განსაკუთრებით ბანანი, მთელი წლის მანძილზე იწარმოება, მეტწილად ქალაქის მთიან სივრცეებში. ილაგანი აწარმოებს სეზონურ ხილებსაც, როგორიცაა მანგო და თურინჯი. სოფლის მეურნეობის შემდეგ ილაგანის ეკონომიკის წამყვანი დარგები კომერცია და ვაჭრობაა.[4]