From Wikipedia, the free encyclopedia
თურინჯი, შედოკი, პომპელმუსი (ლათ. Citrus maxima) — სუბტროპიკული მარადმწვანე ხეხილოვანი მცენარე ციტრუსოვანთა გვარისა, ახალგაზრდა ყლორტები შებუსული აქვს, ფოთოლი ფართოფრთიანია, ნაყოფი მსხვილი (400-800 გ), მსხლისებრი ან ოდნავ ბრტყელი, ღია ყვითელი, კანი გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი. რბილობი ღია ლიმონისფერია, მომჟავო-ტკბილი, ზოგი ჯიშის — მწარე.
მოჰყავთ დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში. სხვადასხვა დროს შემოტანილია თურინჯის 40-მდე ფორმა, გავრცელებულია ჰიბრიდული თურინჯი — ნატსუდაიდაი (იაპონური წარმოშობის), ნაყოფი მწიფდება დეკემბერში, შენახვის შემდეგ უფრო გემრიელია, შეუძლია შეცვალოს გრეიპფრუტის საუკეთესო ჯიშები. მსხლისებრი თურინჯი მწიფდება ნოემბერში. ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, კანი ოდნავ ხორკლიანი აქვს.
ცნობილია აგრეთვე ჯიშები: ჰავაიური, სიამური, ტენგუ, აზახიკანი, გულრიფშის და სხვა. თურინჯს ამრავლებენ ოკულირებით, საძირედ იყენებენ ტრიფოლიატას. მცენარე უძლებს 7-8 °C ყინვას. ნაყოფისაგან ამზადებენ მურაბას, ცუკატს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.