ივერიავაშლის ქართული ჯიში. გამოყვანილია სკრის მეხილეობის საცდელ სადგურში ზამთრის ბანანისა და კეხურას შეჯვარებით. ხე ინტენსიურად იზრდება, აქვს მომრგვალო-პირამიდული ფორმის ვარჯი. მოსავალს მე-6-7 წელს იძლევა, უხვმოსავლიანია, ერთი ხიდან საშუალო მოსავალია 300-350 კგ. ნაყოფი მსხვილია (200-220 გ-მდე). მომრგვალო, მოყვითალო-წითელი, რბილობი — მოთეთრო, საკმაოდ მკვრივი, წვნიანი, მოტკბო-მომჟავო. იკრიფება ოქტომბერში, კარგად ინახება მაისამდე. სასუფრე ჯიშია, ტრანსპორტაბელური. გავრცელებულია ქართლის რაიონებში.

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივერია.

ლიტერატურა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.