ივანე II (სამცხის ათაბაგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე II ჯაყელი — სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391-1444 (ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე. თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-თან ერთად იბრძოდა თემურლენგის წინააღმდეგ. დაახლოებით 1400-1401 განუდგა გიორგი VII-ს და დამპყობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლესიო დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი. ივანე II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოეღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 მეფესთან ბრძოლაში (ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ივანე II. |