From Wikipedia, the free encyclopedia
იერჟი ჰენრიკ დუდეკი (პოლ. Jerzy Henryk Dudek; დ. 23 მარტი, 1973) — ყოფილი პოლონელი ფეხბურთელი, მეკარე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | იერჟი დუდეკი | ||
დაბადების თარიღი | 23 მარტი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | რუბნიკი, პოლონეთი | ||
სიმაღლე | 1.88 მ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1985-1991 | გორნიკ კნუროვი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1995 | კონკორდია კნუროვი | 119 | (0) |
1995–1996 | სოკოლ ტიჩი | 15 | (0) |
1996–2001 | ფეიენოორდი | 139 | (0) |
2001-2007 | ლივერპული | 127 | (0) |
2007–2011 | რეალ მადრიდი | 2 | (0) |
სულ | 402 | (0) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1998–2013 | პოლონეთი | 60 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იერჟი დუდეკის კარიერა „სოკოლი ტიჩიდან“ იწყება. ეს გუნდი პოლონეთში მეშახტეებს ეკუთვნით. დუდეკის მამაც მეშახტე იყო. თავიდან დუდეკი „კონკორდიას“ ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, რის შემდეგაც ის „სოკოლში“ მიიწვიეს. 16 მატჩის შემდეგ მან „ფეიენოორდის“ სკაუტების ყურადღება მიეპყრო. დუდეკი როტერდამში მიიწვიეს სინჯებზე, სადაც მან თავი კარგად წარმოაჩინა და ჰოლანდიური გრანდის მაისურიც მოირგო. ფეიენოორდში დუდეკის კარიერა კარგად აეწყო, მან გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა და მალე, 1998 წელს პოლონეთის ნაკრებშიც გამოიძახეს. ნიდერლანდებში გატარებული წლების განმავლობაში დუდეკი წლის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დაასახელეს.
ჰოლანდიაში გატარებული 5 სეზონის შემდეგ, დუდეკით ინგლისური „ლივერპული“ დაინტერესდა და მალე გადაიბირა კიდეც. დუდეკის პრემიერლიგური დებიუტი 2001 წლის 8 სექტემბერს შედგა, „ასტონ ვილასთან“ მატჩში. იმ სეზონში დუდეკმა 35 მატჩი ჩაატარა. მომდევნო 2 სეზონში 30-30, ხოლო მისთვის საუკეთესო 2004-2005 წლების სეზონში დუდეკმა პრემიერ ლიგაში შედარებით ცოტა, 24 მატჩი ჩაატარა. სამაგიეროდ, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზა 10-ჯერ. იმ წელს ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაშიც დუდეკმა საკუთარი წვლილი შეიტანა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „მილანის“ წინააღმდეგ დუდეკმა დიდებულად იასპარეზა და დამატებით დროში რამდენიმე ურთულესი დარტყმა აიღო. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი შევჩენკოს, სერჟინიოსა და პირლოს დარტყმები მოიგერია და ლივერპული ჩემპიონი გახადა.
ამის შემდეგ დუდეკის საქმეები თანდათან უკან წავიდა, რადგან „ლივერპულმა“ პეპე რეინა იყიდა, რომელსაც რაფაელ ბენიტესი უზომოდ ენდობოდა. 2007 წლის ზაფხულში დუდეკი „რეალ მადრიდში“ გადაბარგდა. სამეფო კლუბის გარდა მას ყოფილი გუნდი „ფეიენოორდი“ და გერმანული „ვოლფსბურგიც“ ეპატიჟებოდნენ, თუმცა პოლონელმა რეალი აირჩია. დუდეკმა თავისი კარიერა მადრიდში დაასრულა.
დუდეკს ჰყავს მეუღლე მირელა, რომელთანაც 1996 წელს იქორწინა. წყვილს 3 შვილი ჰყავთ: ბიჭი ალექსანდრი და 2 ქალიშვილი - ვიქტორია და ნატალია. დუდეკს ასევე ჰყავს ძმა, დარიუში, რომელიც ასევე ფეხბურთელია. 2004 წელს, რომის პაპთან, იოანე პავლე II-სთან შეხვედრისას, რომელიც ახალაგაზრდობაში ფეხბურთის თამაშისას ასევე მეკარე იყო, დუდეკს უთხრა, რომ ის მისი დიდი გულშემატკივარი იყო და მას მსოლფიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად თვლიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.