From Wikipedia, the free encyclopedia
იერიქონი (არაბ. أريحا) — ქალაქი პალესტინაში, იერიქონის მუჰაფაზას ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე. მოსახლეობა 20 000 კაცი, ძირითადად პალესტინელები.[1] იერიქონი მდებარეობს მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით, ქალაქიდან ზღვამდე მანძილი არის 16 კილომეტრი, იერიქონი ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობს. ეს ქალაქი ასევე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ დასახლებულ ადგილად, რომელმაც დღემდე მოაღწია.[2][3][4]
ქალაქი | |
---|---|
იერიქონი أريحا | |
ქალაქ იერიქონის ხედი სამხრეთიდან | |
ქვეყანა | პალესტინა |
სექტორი | დასავლეთი სანაპირო |
მუჰაფაზა | იერიქონი |
კოორდინატები | 31°51′22″ ჩ. გ. 35°27′47″ ა. გ. |
დაარსდა | ძვ. წ. 9600 |
ფართობი | 58 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | −275 მეტრი |
ოფიციალური ენა | არაბული ენა |
მოსახლეობა | 20 300 კაცი (2012) |
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 |
სატელეფონო კოდი | 02 |
ოფიციალური საიტი | jericho-city.org |
ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 30 კილომეტრში მდებარეობს იერუსალიმი.
იერიქონი ბიბლიაში საკმაოდ ხშირად არის ნახსენები.
ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადგინდა რომ, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე 9000 წლის წინ ცხოვრობდა. ამ ტერიტორიაზე მუდმივი დასახლება უკვე 8000 - 7000 წლის წინ ჩნდება. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს რომ შუა ბრინჯაოს ხანაში, ქალაქის გალავანი მკვეთრად გაფართოებული და გაძლიერებული იყო. იერიქონი დროთა განმავლობაში სხვადასხვა იმპერიის შემადგენლობაში მოიექცა, ამ მიდამოებს ჯერ ასურეთი, ხოლო შემდეგ სპარსეთის იმპერია აკონტროლებდა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, იერიქონი შევიდა მაკედონიის იმპერიის შემადგენლობაში, აქ გავრცელდა ელინიზმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.