იელი (მცენარე)
From Wikipedia, the free encyclopedia
იელი (ლათ. Rhododendron luteum) — ზაფხულმწვანე ბუჩქი როდოდენდრონის გვარისა. სიმაღლე 2 მ აღწევს. აქვს სურნელოვანი დიდი, წინწკლებიანი ყვითელი ან ნარინჯისფერი ყვავილები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იელი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები იელი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
იელი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Rhododendron luteum | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Rhododendron luteum | ||||||||||||||
|
დახურვა
გავრცელებულია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთსა და მცირე აზიაში, კავკასიასა და უკრაინაში. თითქმის მთელ საქართველოში გვხვდება, უფრო კოლხეთის დაბლობზე. იზრდება ზღვის დონიდან 2000 მ-მდე ქვეტყედ, ტყის პირებზე. სუბალპურ სარტყელში ქმნის ბუჩქნარს — იელიანს.
ყვავილობს ფოთლის გამოტანამდე ან მასთან ერთად აპრილ-ივნისში. დეკორატიულია ყვავილობისას ან შემოდგომაზე თავისი კაშკაშა წითლად შეფერილი ფოთლების გამო. მისი ყველა ნაწილი შხამიანია. კულტურაში ცნობილია იელის მრავალი ჰიბრიდული ჯიში.