მანანასებრნი
From Wikipedia, the free encyclopedia
მანანასებრნი (ლათ. Ericaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე ბუჩქები, ბუჩქბალახები, ლიანები და ხეებია.
სწრაფი ფაქტები მანანასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
მანანასებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Erica arborea | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ericaceae | ||||||||||||||
|
დახურვა
50-მდე გვარის 1750-მდე სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში — არქტიკიდან ტროპიკებამდე. საქართველოში გვხვდება 6 გვარის 13 სახეობა.
მანანასებრთა შორის ბევრია დეკორატიული მცენარე (დეკა, შქერი, იელი, მანანა, ხემარწყვა და სხვა). ზოგიერთ სახეობას ფესვებზე ხშირად უჩნდება მაკორიზა, რის გამოც აზოტით ღარიბ ჭაობიან ქვიშიან ნიადაგებზეც კარგად იზრდება.