![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Angels_%2528mal%25C4%2581%25CA%25BEika%2529_meet_Adam.png/640px-Angels_%2528mal%25C4%2581%25CA%25BEika%2529_meet_Adam.png&w=640&q=50)
იბლისი
From Wikipedia, the free encyclopedia
იბლისი (არაბ. إِبْلِيس),[1] აგრეთვე ცნობილი როგორც ებლისი[2] — შაითანების ლიდერი ისლამში. ყურანზე დაყრდნობით იბლისი სამოთხიდან მას შემდეგ გამოაძევეს, რაც უარი განაცხადა ადამისთვის დაჩოქებაზე. იბლისის წარმოშობასა და ბუნებასთან დაკავშირებით ორი განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. [3][4]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Angels_%28mal%C4%81%CA%BEika%29_meet_Adam.png/320px-Angels_%28mal%C4%81%CA%BEika%29_meet_Adam.png)
როდესაც ალაჰმა უთხრა ანგელოზებს შეესრულებინათ სეჯდე ადამისთვის, ყველამ შეასრულა იგი, გარდა იბლისისა, ხოლო როდესაც ღმერთმა ჰკითხა მას ამ საქციელის მიზეზი, მან უპასუხა: უთხრა: „მე მასზე უკეთესი ვარ, მე ცეცხლისგან გამაჩინე, და ის ტალახისგან გააჩინე შენ.“ [5]