From Wikipedia, the free encyclopedia
თვითმკვლელობა სამხრეთ კორეაში — სერიოზული და მასშტაბური პრობლემა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღრიცხვით მეორეა ყველაზე დიდი მაჩვენებლით და ასევე პირველი OECD-ის რეიტინგით[1][2].
განვითარებულ ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზია სუიციდის მაღალი მაჩვენებელი ხნიერ ხალხში. თვითმკვლელობის სიჭარბე სამხრეთ კორეელ მოხუცებს შორის განპირობებულია ფართოდ გავრცელებული „სიღარიბე სამხრეთ კორეაში - სიღარიბე სამხრეთ კორეაში ხანში შესულ მოქალაქეებს შორის-თი“, თანაც ხნიერი მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს ასე - სიღარიბის ზღვარის ნორმაზე ნაკლებ სიტუაციაში. ცუდად დაფინანსებული სოციალური დახმარება უბიძგებს მათ თავი მოიკლან, არ სურთ ოჯახების ფინანსებისთვის ზედმეტი ტვირთი გახდნენ, რადგანაც ძველი სოციალური სტრუქტურა, სადაც შვილები ზრუნავდნენ მშობლებზე 21-ე ასწლეულში აღმოფხვრილია[3][4]. შედეგად, სოფლის ტერიტორიაზე მცოხვრებ მოქალაქეებს შორის თვითმკვლელობის მაჩვენებელი მეტად მაღალია.
თუმცა მთავრობის აქტიურმა მცდელობამ კურსი დაეწიათ ეფექტიურობა გამოიჩინა 2014 წელს, როდესაც 100 000 სულ მოსახლეზე 27,3 თვითმკვლელობა მოდიოდა, რაც 4.1 %-ით ნაკლებია, ვიდრე 2013 წელს (28,5 ადამიანი) და ყველაზე დაბალია 6 წლის განმავლობაში 26,0 ადამიანის შემდეგ 2008 წელს[5][6].
მოხუცებს შორის თვითმკვლელობის უკიდურესად მაღალი დონის მაჩვენებელი სამხრეთ კორეის რეიტინგის, მაღალი საშუალო ჯამის პირველი განმაპირობებელი ფაქტორია. ბევრი გაღარიბებული მოხუცი თავს იკლავს იმის გამო რომ არ უნდა ოჯახს ზედმეტი ხარჯები მოუტანოს, რადგანაც სამხრეთ კორეული სოციალური დახმარების სისტემა ცუდადაა დაფინანსებული და ის ტრადიცია რომ შვილმა უნდა მოუაროს მშობელს 21-ე საუკუნეში დაკარგულია, რის შედეგადაც სოფლებში მცხოვრებ ხალხში თვითმკვლელობის მაჩვენებელი მაღალია.
თუმცა საშუალო სკოლისა და კოლეჯის მოსწავლეებში დონე უფრო დაბალია ვიდრე მოხუცებში, თვითმკვლელობის მაჩვენებლი საშუალოზე მაღალია[7].
საშუალოდ მამაკაცთა თვითმკვლელობის მაჩვენებლი ორჯერ მეტია ვიდრე ქალების[6]. ამის მიუხედავად, თვითმკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი ქალებში უფრო მაღალია, ვიდრე კაცებში[8]. გამოძიების მიხედვით, რადგანაც მამაკაცები იყენებენ მეტად სასტიკ და სასიკვდილო მეთოდებს თავის მოსაკვლავად, მათში უფრო მაღალია გარდაცვალების დონე თვითმკვკლელობის მიზეზით ვიდრე ქალებში. რისკის შეფასების შკალა (RRRS), რომელიც საზღვრავს მეთოდის სიკვდილიანობის კოეფიციენტს, 5 რისკითა და 5 გადარჩენის ფაქტორის შეფარდებით, საშუალოდ 37,8 მამაკაცებს მიუჩინა და 34.00 ქალბატონებს. გამოეძიებებიდან ერთ-ერთმა დაასკვნა, რომ ქალები თვითმკვლელობის ჩადენას უფრო მეტად დემონსტრაციისთვის ცდილობენ, იმ დროს როდესაც მამაკაცები თავს კონკრეტული მიზნისთვის იკლავენ[9].
სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი გამოითვლება განათლებული მოსახლეობით, ურბანიზაციის დონითა და ჩამორთმეული საცხოვრებელი ადგილების მიხედვით[10]. დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, მაღალი სტრესი, არაადეკვატური ძილი, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება დაკავშირებულია თვითმკვლელობის ტენდეციებთან მოზარდებს შორის[11]. ეკონომიკური სირთულეების ფაქტორი აღნიშნულია როგორც ყველაზე ხშირად ნახსენები მიზეზი მოხუცთა თვითმკვლელობისთვის. რადგანაც ხნიერი მოსახლეობის 71,4% გაუნათლებელია და მათგან 37,1% ცხოვრობს სოფლის ტერიტორიაზე, ისინი დიდი ალბათობით ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგებიან, რასაც ისინი ჯანმრთელობისა და ოჯახური პრობლემებამდე მიჰყავს[10]. ყველა ეს ფაქტორი, ერთად ზრდის სუიციდისა და სიცოცხლის დასასრულის იდეებს[10].
განვონდოში თვითმკვლელობების დონე 37,84%-ით მაღალია ვიდრე მთელს სამხრეთ კორეაში[12]. განგვონდოს შემდეგ, ჩუნჩონ-ნამდოა მეორე და ჯონბუკი მესამე[12]. ულსანში, განვონდოსა და ინჩონში თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანებისთვისაა[12]. დეგუს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 40-დან 59 წლამდე ხალხში ფიქსირდება[12]. განვონდო, ჯონნამსა და ჩუნგნამში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 20-დან 39 წლამდე ასაკში[12].
იმის გამო, რომ სამხრეთ კორეის კანონმდებლობა ცეცხლსასროლი იარაღის შეძენას ზღუდავს, სამხრეთ კორეის ქალთა მხოლოდ ერთი მესამედი თვითმკვლელობის ჩადენისთვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. მოწამვლა უფრო მეტად გამოყენებადი მეთოდია სამხრეთკორეელი ქალებისთვის, ამასთანავე მოსახლეობის ასეთი თვითმკვლელობების ჯგუფის სიკვდილის ნახევარს პესტიციდები წარმოადგენენ[13]. 1996 წლიდან 2005-მდე თვითმკვლელობების 58,3% შესრულებული იყო პესტიციდიური მოწამვლით[14]. სხვა გავრცელებული მეთოდი, რომლის გამოყენებითაც სამხრეთ კორეელები თავს იკლავენ - ჩამოხრჩობაა[15]. ჯონ ეთ ალ.-ის კვლევამ აჩვენა განსხვავება მეთოდებს შორის რომლებსაც იყენებენ სუიციდის ჩამდენები რომლებიც გეგმავენ ან არ გეგმავენ თავიანთ ქმედებებს. დაუგეგმავი სუიციდის ჩამდენები ამჯობინებენ მომწამვლელ ნივთიერებებს[16].
2005 წელს მსახიობმა ლი ონ-ჯუმ, რამდენიმე პოპულარული ფილმის, მათ შორის „ტაეგუკის“ და „ალისფერი ასოს“ ვარსკვლავმა, ჩაიდინა თვითმკვლელობა 24 წლის ასაკში[17]. ყოფილმა პრეზიდენტმა ნო მუ ჰიენმა 2009 წლის 23 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – იგი კლდიდან გადმოხტა. სუპერმოდელმა[18] კიმ დაულმა 2009 წლის 19 ნოემბერს თვითმკვლელობა პარიზში ჩაიდინა[19].
მრეწველობის მაგნატმა სუნ ვან-ჯონგმა თვითმკვლელობა 2015 წლის აპრილში კორუფციაში დადანაშაულების ფონზე ჩაიდინა და დატოვა ბოლო წერილი, სადაც მოიხსენიებდა პიროვნებებს, რომელთა კორუპციაში მონაწილეობასაც ამტკიცებდა[20]. შემსრულებელი U;Nee ჩამოხრჩობით გარდაიცვალა 2007 წელს, 25 წლის ასაკში[21]. „ერის მსახიობმა ჩოი ჯინ სილმა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით 2008 წელს დაასრულა[22], ისევე როგორც მისმა ყოფილმა მეუღლემ ჩო სუგმინმა 2013 წელს.
აგრეთვე აღსანიშნავია თვითმკვლელობის შემთხვევები ტრაგედიებზე საპასუხოდ. ბორან „Sewol“-ის ჩაძირვიდან მეორე დღეს 2014 წლის აპრილში, გადარჩენილმა მაღალკლასელმა თავი მოიკლა. მან ორგანიზება გაუწია სტუდენტთა გამგზავრებას. თვითმკვლელობაში ეჭვმიტანილი ბორანების კომპანიის პრეზიდენტიც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. 2014 წლის ოქტომბერში სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მას შემდეგ, რაც კეი-პოპ ჯგუფ 4Minute-ის კონცერტზე, რომელზეც იგი ზედამხედველი იყო, დაზიანებული ლითონის გისოსებით 16 ადამიანი დაიღუპა.[23].
კვლევების მიხედვით, სამხრეთ კორეაში ცნობილი პირების სიკვდილის შემდეგ აგორდა თვითმკვლელობების ტალღა[24]. კვლევებმა აჩვენეს, რომ ცნობილი პირების თვითმკვლელობებიდან თერთმეტი შემთხვევიდან სამმა გაზარდა სუიციდის დონე მოსახლეობაში[24]. შესწავლილი იქნა სხვადასხვა ფაქტორები, ისეთები როგორიცაა სეზონურობა და უმუშევრობის დონე, თუმცა, მიუხედავად ამისა, ცნობილი ადამიანების თვითმკვლელობების შეფარდებას ცხრა კვირასთან მეტად გაეზარდა ეს რეიტინგი[24].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.