From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი არწივის ორდენი (პოლ. Order Orła Białego) — პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ერთ–ერთი უძველესი პოლონური ორდენი. დაარსებულია 1705 წელს.
ორდენი დაარსებულია 1705 წლის 1 ნოემბერს საქსონიის კურფიურსტის და პოლონეთის მეფის ავგუსტის მიერ. ავგუსტმა წამსვე გამოაცხადა 8 ადამიანი ორდენის კავალრებადː 4 პოლონელი მაგნატი, არჩევნებზე მისი მხარდამჭერები (მათ შორის თავადი ლიუბომირსკი, თავადი ორინსი, თავადი რაძივილა. სამი რუსი გენერალი( ა. დ. მენშიკოვი, ა. ი. რეპნინი, გ. ვ. ოგლილვი), აგრეთვე ჰეტმანი ივანე მაზეპა. მოგვიანებით კავალერიის მფლობელები გახდა მრავალი რუსი გენერალი.
1712 წელს ორდენის კავალერი გახდა პეტრე I. მას შემდეგ ბევრი რუსი გენერალი დაჯილდოვდა ამ ორდენით. კერძოდː
თეთრი არწივის ორდენი(XVIII საუკუნე)]]ორდენი წარმოადგენდა პოლონეთის უმაღლეს ჯილდოს და ჰქონდა პირველი ხარისხი. ეს იყო მედალიონი პოლონური თეთრი არწივის გამოსახულებით და დევიზითː «PRO FIDE, REGE ET LEGE» (რწმენის, მეფისა და კანონისათვის). სამკერდე ორდენი იყო თეთრი ფერის ლენტაზე წითელი ბოლოებით.
რეჩ პოსპოლიტას მესამე გაყოფის შედეგად 1795 წელს პოლონეთის სახელმწიფოებრიობა ლიკვიდირებულ იქნა. ორდენიც გაუქმდა. 1807 წლის ტილზიტის ზავის თანახმად, პოლონეთის მიწებზე შეიქმნა ახალი სახელმწიფო – ვარშავის საჰერცოგო, სადაც თეთრი არწივის ორდენი იქნა აღდგენილი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს რანგში. 1815 წელს ვენის კონგრესის გადაწყვეტილების თანახმად ვარშავის საჰერცოგო კვლავ გააუქმეს. მისი ტერიტორიები შევიდა რუსეთის იმპერიაში პოლონეთის სამეფოს სახით. 1815– 1831 წლებში თეთრი არწივის ორდენი ითვლებოდა. სულ 1705 წლიდან 1831 წლამდე პერიოდში 1017 ადამიანი გახდა დაჯილდოებული.
1931 წელს ორდენი ჩარიცხულ იქნა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო ჯილდოების სიაში, როგორც თეთრი არწივის საიმპერატორო და სამეფო ორდენი.
1921 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორდენიც აღსდგა, როგორც პოლონეთის უმაღლესი ჯილდო. დევიზი შეიცვალაː «ZA OJCZYZNĘ I NARÓD» («სამშობლოსა და ხალხისათვის»). 1939 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო პოლონეთის ლიკვიდაცია მოხდა. ლიკვიდაციის შემდგომას განაგრძობდა ჯილდო არსებობას. დევნილობაში მყოფი პოლონეთის მთავრობა მაინც გადასემდა ამ ორდენებს. 1945 წელს გერმანული ჯარებისაგან პოლონეთის გათავისუფლების შემდეგ დაარსდა პოლონეთის სახალხო–დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ ჯილდოთა სისტემაში ეს ორდენი აღარ იყო.
1992 წელს ორდენი აღდგენილი იქნა, როგორც პოლონეთის უმაღლესი ჯილდო. ორდენს გადასცემს პოლონეთის პრეზიდენტი. აღდგენილი ორდენის პირველი კავალრები გახდნენ შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი და რომის პაპი იოანე–პავლე II (1993; რომის პაპს ორდენი გადაეცა მისი სამწყსო მოგზაურობის დროს პოლონეთში 1995 წლის 22 მაისს).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.