From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრთვალა, თვალთეთრა (ლათ. Ballerus sapa) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა.[1] სხეულის სიგრძე 15-46 სმ, წონა 800 გრ.[2] სხეულის შეფერილობა მოვერცხლისფროა. სქელი თავი აქვს. თვალის ფერადი გარსი მოვერცხლისფერო-მოთეთროა. კაპარჭინასთან შედარებით, ანალური ფარფლი მოკლეა, კუდის ქვედა ლაპოტი წაგრძელებული. იკვებება ქირონომიდებით, გვერდულებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, მიდიებით და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 2-3 წლისა აღწევს. ტოფობს აპრილ-იანვარში; ქვირითი მცენარეებს ემაგრება. გვერდით ხაზში 48-53 ქერცლია. აქვს ცოცხალი და გამსვლელი ფორმა. გვხვდება შავი და კასპიის ზღვების აუზის მდინარეებში (დუნაიდან ურალამდე), აგრეთვე ლადოგის ტბაში, მდინარე ვოლხოვში, ვიჩეგდაში და ჩრდილოეთის დვინაში. თეთრთვალა გავრცელებულია საქართველოშიც, მათ შორის მტკვარში, ალაზანში, იორში და ჯანდარის ტბაში.[2] სამოყვარულო თვზჭერისა და რეწვის მეორეხარისხოვანი ობიექტია.[3] ადრე გამოიყოფა თეთრთვალას დამოუკიდებელი ქვესახეობა — სამხრეთკასპიური თეთრთვალა (Abramis sapa bergi).[4]
თეთრთვალა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Ballerus sapa Abramis sapa | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135639 | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.