From Wikipedia, the free encyclopedia
თანამეგობრობის სამეფოები (ინგლ. Commonwealth realms) — ტიტული ერთა თანამეგობრობის 15 სახელმწიფოში, რომლებიც მეფე ჩარლზ III-ს თვლიან საკუთარ მონარქად, თითოეულ მათგანში ის წარდგენილია, როგორც სახელმწიფოს მეთაური და ატარებს შესაბამის ტიტულს.
დიდი ბრიტანეთის გარეთ მეფე თითოეული სამეფოს პრემიერ-მინისტრის წარდგენით ნიშნავს გენერალ-გუბერნატორს, როგორც თავის წარმომადგენელს მისი არ ყოფნის შემთხვევაში. იგი ასევე გუბერნატორებითაა წარდგენილი ავსტრალიის თითოეულ შტატში და ლეიტენანტ-გუბერნატორებით კანადის პროვინციებში. ეს თანამდებობის პირები ფლობენ კონსტიტუციური მონარქის თითქმის მთელ სახელისუფლებო უფლებებს, მიუხედავად ამისა ძირითადად ასრულებენ, მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს და აქვთ ეგრეთ წოდებული სამეფო პრეროგატივები.
თოთხმეტი სამეფო — ყოფილი ბრიტანეთის კოლონიები, რომლებმაც მიიღეს დამოუკიდებლობა. 14 სამეფოდან სამმა (ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია) დამოუკიდებლობა მიიღო 1926 წელს იმპერიის კონფერენციაზე ბალფურის დეკლარაციის რატიფიკაციის და ვესტმინსტერის სტატუტის შედეგად 1931 წელს. კანადამ, სამხრეთ აფრიკის კავშირმა და ირლანდიის თავისუფალმა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ მიიღეს საკანონმდებლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დიდი ბრიტანეთისგან, ხოლო ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მოახდინეს სტატუტის რატიფიცირება შესაბამისად 1942 და 1947 წლებში. სტატუტი ასევე ეხებოდა ნიუფაუნდლენდს, მაგრამ იქ მისი რატიფიცირება არ მომხდარა, და დომინიონი შეუერთდა კანადას 1949 წელს. ირლანდია რესპუბლიკა ფორმალურად გახდა 1949 წელს, ხოლო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — 1961 წელს.
სხვა სამეფოებმა დამოუკიდებლობა მიიღეს ინდოეთში ბრიტანული მმართველობის დასრულების, აფრიკაში 1960-იან წლებში ეგრეთ წოდებული «ცვლილებების ქარის» პერიოდის, 1961 წელს ვესტ-ინდოეთის ფედერაციის დაშლის შედეგად და ასევე შემდგომ პერიოდებშიც. თანამეგობრობის ბოლო სამეფო გახდა სენტ-კიტსი და ნევისი, რომელმაც დამოუკიდებლობა მიიღო 1983 წელს.
სიტუაცია პაპუა-ახალ გვინეაში დამოუკიდებლობის მიღებამდე იყო შედარებით უფრო რთული. პაპუა-ახალი გვინეა ჩამოყალიბდა 1975 წელს, როგორც გერმანიის ახალი გვინეის, რომელსაც მართავდა ავსტრალია სამანდატო ტერიტორიის სახით, და ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიის, თუმცა ბრიტანეთის თხოვნით მაინც ავსტრალიის მიერ მართული — ბრიტანეთის ახალი გვინეის კავშირი. თანამეგობრობის სამეფოებიდან ერთადერთი, რომელიც არასოდეს არ ყოფილა დიდი ბრიტანეთის კოლონია რა თქმა უნდა თვითონ დიდი ბრიტანეთია.
თანამეგობრობის შიგნით არ არსებობს განსხვავება სტატუსში სამეფოებსა და სხვა წევრებს შორის, რომელთაგან უმრავლესობა ან რესპუბლიკებია, ან სამეფოებია საკუთარი მონარქებით (ბრუნეი, ესვატინი, ლესოთო, მალაიზია და ტონგა). აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ თუმცა ფიჯის ბელადთა უზენაესი საბჭო ჩარლზ III-ს აღიარებს უზენაეს ბელადად, დიდი ბრიტანეთის მეფე არ ითვლება სახელმწიფოს მეთაურად და ფიჯი რესპუბლიკაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.