![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/a/a6/Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg/langka-640px-Georgia_location_map_%2528international_borders%2529.svg.png&w=640&q=50)
თამარაშენი (ქურთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში, გორის მუნიციპალიტეტი / From Wikipedia, the free encyclopedia
თამარაშენი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქურთის მუნიციპალიტეტში, 1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, 2006 წლამდე გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში. ზღვის დონიდან 880 მეტრი, ცხინვალიდან 0,5 კილომეტრი. გადმოცემის თანახმად თამარაშენი — მცირე ქალაქი — XIII საუკუნეში დაუარსებია თამარ მეფეს.
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარაშენი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
თამარაშენი | |
ქვეყანა |
![]() |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია |
მუნიციპალიტეტი | ქურთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ქურთა |
კოორდინატები | 42°15′13″ ჩ. გ. 43°57′42″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 880 მ |
დახურვა
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.