![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Iranischer_Meister_001.jpg/640px-Iranischer_Meister_001.jpg&w=640&q=50)
ზულ-ყერნეინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზულ ალ-ყერნეინი, (არაბ. ذُو ٱلْقَرْنَيْن [Ḏū l-Qarnayn]) — ფიგურა, რომელიც ჩნდება ყურანის მე-18 სურის, ალ-ქეჰფის 83-101 აიებში, როგორც ის, ვინც მიემგზავრება აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ, აღმართავს ბარიერს გარკვეულ ხალხსა და იაჯუჯსა და მაჯუჯს შორის.[1] ყურანი მოგვითხრობს, თუ როგორ იქნება სამყაროს აღსასრულის ნიშანი გოგისა და მაგოგის (იაჯუჯისა და მაჯუჯის) ბარიერის მიღმა გათავისუფლება. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ზულ ალ-ყერნეინის ისტორია სათავეს იღებს შუა აღმოსავლეთში ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდებიდან, კერძოდ, ნეშანას ლეგენდადან. [2]
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/96/Iranischer_Meister_001.jpg/640px-Iranischer_Meister_001.jpg)