ამერიკელი ფოლკლორისტი და რომანისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ზორა ნიელ ჰიურსტონი (7 იანვარი, 1891[26]:17[27]:5 — 28 იანვარი, 1960) — ამერიკელი ავტორი, ანთროპოლოგი და ფილმების გადამღები. ჰიურსტონმა XX საუკუნის ადრეულ პერიოდში აშშ-ის სამხრეთში რასობრივი ბრძოლა ასახა და ჰუდუს შესახებ კვლევა გამოსცა.[28] მის ოთხ რომანს შორის ყველაზე ცნობილია Their Eyes Were Watching God, რომელიც 1937 წელს გამოქვეყნა. ეკუთვნის 50-ე მეტი მოთხრობა, პიესა და ესე.
დაბადების თარიღი | 7 იანვარი, 1891[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
---|---|
დაბადების ადგილი | Notasulga, ალაბამა, აშშ |
გარდაცვალების თარიღი | 28 იანვარი, 1960[2] [3] [4] [5] [6] [11] [7] [8] [9] [10] (69 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Fort Pierce, ფლორიდა, აშშ |
დასაფლავებულია | Garden of Heavenly Rest Cemetery[6] [12] [13] |
საქმიანობა | ანთროპოლოგი[14] [15] , ისტორიკოსი, რომანისტი[14] , მწერალი[14] [16] , ჟურნალისტი, ფოლკლორისტი[14] , ადამიანების უფლებადამცველი, დრამატურგი[17] და კინორეჟისორი |
ენა | ინგლისური ენა |
ეროვნება | აფრო-ამერიკელები[17] [18] [19] [20] |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ჰოვარდის უნივერსიტეტი[14] , კოლუმბიის უნივერსიტეტი[14] [21] და ბერნარდის კოლეჯი[22] [21] |
Magnum opus | Their Eyes Were Watching God[23] |
ჯილდოები | გუგენჰაიმის სტიპენდია[24] , ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[25] , ფლორიდის ქალთა დიდების დარბაზი, Florida Artists Hall of Fame, ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემია და გუგენჰაიმის სტიპენდია[24] |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
საიტი | zoranealehurston.com |
ჰიურსტონი ალაბამაში, ნოტასულგაში დაიბადა, შემდეგ კი 1894 წელს ოჯახთან ერთად ისტონვილში გადავიდა. შემდეგში მის მოთხრობებში ხშირად სამოქმედო ადგილად ისტონვილს იყენებდა. კარიერის დასაწყისში ბარნარდის ჯოლეჯსა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლისას ჰიურსტონი ანთროპოლოგიურ და ეთნოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა. მას აფრო-ამერიკული და კარიბების ფოლკლორი აინტერესებდა.
ჰიურსტონი თანამედროვე საკითხების შესახებაც წერდა და ჰარლემის რენესანსის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცა. მისი მოთხრობები, რომლებშიც აფრო-ამერიკული გამოცდილებიდან დანახული რასობრივი დაყოფაა ასახული, ისეთ ანთოლოგიებში დაიბეჭდა, როგორებიც The New Negro და Fire!! იყო.[29] ფლორიდაში დაბრუნების შემდეგ ჰიურსტონმა დაწერა და გამოაქვეყნა ლიტერატურული ანთროპოლოგია ჩრდილოეთ ფლორიდის აფრო-ამერიკულ ფოლკლორზე (1935) და სამი რომანი: Jonah's Gourd Vine (1934), Their Eyes Were Watching God (1937) და Moses, Man Of the Mountain (1939). იამაიკასა და ჰაიტიში რიტუალების კვლევის შედეგები ჰიურსტონმა ნაშრომში Tell My Horse: Voodoo and Life in Haiti and Jamaica ასახა.
ჰიურსტონის ნაშრომებში ასახულია როგორც აფრო-ამერიკული გამოცდილება, ისე აფრო-ამერიკელ ქალთა ბრძოლა. ათწლეულების მანძილზე მისი რომანები ლიტერატურულ სამყაროში შედარებით ნაკლებად იყო აღიარებული. ჰიურსტონის მიმართ ინტერესი 1975 წლის შემდეგ გაღვივდა, როდესაც ელის უოლკერმა გამოაქვეყნა სტატია „ზორა ნილ ჰიურსტონის ძიებაში“. ჰიურსტონის ნაშრომი „Every Tongye Got to Congess“, ხალხური გადმოცემების კრებული, რომელიც ავტორმა 1920-იან წლებში შეკრიბა, მისი გარდაცვალების შემდეგ, 2001 წელს გამოიცა, მას შემდეგ, რაც ის სმითსონიანის არქივში აღმოაჩინეს. მისი არამხატვრული წიგნი „Barracoon: The Story of the Last „Black Cargo““, რომელშიც კუდჯო ლუისის (კოსოლა) შესახებაა მოთხრობილი, ჰიურსტონის გარდაცვალების შემდეგ, 2018 წელს გამოიცა.
ზორა ნიელ ჰიურსტონი რვიდან მეხუთე შვილი იყო. დაიბადა ჯონ ჰიურსტონისა და ლუსი ენ ჰიურსტონის (ქალიშვილობაში ფოთსი) ოჯახში. ჰიურსტონის ბებია-ბაბუები მონობაში დიაბადნენ. მამამისი ბაპტისტი მქადაგებელი და ფერმერი იყო, რომელის შემდეგში დურგალი გახდა, ხოლო დედამისი სკოლის მასწავლებელი იყო. ჰიურსტონი ალაბამის შტატში, ქალაქ ნოტასულგაში დაიბადა 1891 წლის 7 იანვარს, სადაც მამამისი გაიზარდა და მამის მხრიდან ბაბუაც ბაპტისტური ეკლესიის მქადაგებელი იყო.[26]:14–17 [26]:439–440[27]:8
სამი წლის ასაკში ოჯახი ფლორიდაში, იტონვილში გადავიდა საცხოვრებლად. 1887 წელს იტონვილი ერთ-ერთი პირველი აფრო-ამერიკული დასახლება გახდა, რომელიც აშშ-ის შემადგენლობაში შევიდა.[30] ჰიურსტონის თქმით, იტონვილი მისი „სახლი“ იყო, რადგანაც იქ ადრეულ ასაკში გადასახლდა. ზოგჯერ მას დაბადების ადგილადაც მოიხსენიებდა.[26]:25 1897 წელს მამამისი ქალაქის მერად აირჩიეს.
იტონვილი ჰიურსტონის ნაწარმოებებში ხშირად სამოქმედო ადგილს წარმოადგენს, ადგილს, სადაც აფრიკელ ამერიკელებს ისე ცხოვრება შეეძლოთ, როგორც სურდათ, თეთრი საზოგადოებისგან დამოუკიდებლად. 1901 წელს იტონვილს ჩრდილოელი მასწავლებლები ესტუმრნენ, რომლებმაც ჰიურსტონს რამდენიმე წიგნი გადასცეს, რამაც ზორა ლიტერატურას აზიარა. მოგვიანებით პიროვნული ლიტერატურული გამოღვიძება „დაბადების“ სახედ მიიჩნია. ბავშვობის წლები იტონვილში გაატარა და გამოცდილება მოგვიანებით, 1928 წელს, ესეში „How It Feels To Be Colored Me“ აღწერა. მის პატივსაცემად იტონვილში ფესტივალი „ზორა! ფესტივალი“ იმართება.[31]
ჰიურსტონის დედა 1904 წელს გარდაიცვალა. 1905 წელს მამამისი მეთი მოუგიზე დაქორწინდა, რამაც სკანდალიც გამოიწვია, რადგანაც ჭორების თანახმად, მას მოუგისთან სექსუალური ურთიერთობები მისი პირვლეი ცოლის გარდაცვალებამდეც ჰქონდა. ჰიურსტონის მამამ და დედინაცვალმა ზორა ჯექსონვილში, ფლორიდაში ბაპტისტურ სკოლაში გაგზავნეს. მათ საბოლოოდ გადასახადი შეუწყვიტეს და ზორა სკოლიდან გარიცხეს.
1935 და 1936 წელს ზორა ნიელ ჰიურსტონმა ფლორიდასა და ჰაიტიში დოკუმენტური კადრები გადაიღო, როგორც საველე კვლევის შემადგენელი ნაწილი. კადრები იშვიათ ეთნოგრაფიულ მონაცემებს შეიცავს აშშ-სა და ჰაიტიში ჰუდუსა და ვუდუს რელიგიების შესახებ.
1989 წელს PBS-მა ჰიურსტონის ცხოვრების შესახებ დრამა ჩემი სახელია ზორა შექმნა. 2004 წელს გადაღებულ ფილმში ძმა ძმისთვის, რომელშიც მოქმედება ჰარლემის რენესანსის დროს მიმდინარეობს, ჰიურსტონის როლს ონჟანიუ ელისი თამაშობს.
ჰიურსტონის ნაწარმოების Their Eyes Were Watching God მიხედვით 2005 წელს იმავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელშიც ჯეინი სტარკსის როლს ჰალი ბერი ასრულებს. 2017 წლის ფილმში მარშალი ჰიურსტონის როლს როზონდა თომასი ასრულებს.[32]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.