ზამბოანგის ნახევარკუნძული
From Wikipedia, the free encyclopedia
ზამბოანგის ნახევარკუნძული (ტაგალურ ენაზე: Tangway ng Zamboanga; სებუანურ ენაზე: Lawis sa Zamboanga) — ფილიპინების ადმინისტრაციული რეგიონი, აგრეთვე ცნობილია როგორც IX რეგიონი. რეგიონი შედგება სამი პროვინციისგან: ჩრდილოეთ ზამბოანგა, სამხრეთ ზამბოანგა და ზამბოანგა-სიბუნგაი; ოთხი ქალაქისგან: დაპიტანი, დიპოლოგი, ისაბელა და პაგადიანი; და მაღალურბანიზირებული ქალაქისგან — ზამბოანგა. რეგიონი ადრე ცნობილი იყო როგორც დასავლეთ მინდანაო, სანამ 2015 წლის 12 აგვისტოს აღმასრულებელი ბრძანების შესაბამისად ზამბოანგის რეგიონი შეიქმნებოდა. რეგიონის ცენტრი ქალაქი ზამბოანგა იყო, შემდეგში კი ის პაგადიანმა ჩაანაცვლა. თუმცა ზამბოანგა კვლავ ინარჩუნებს რეგიონის კულტურულ, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო ცენტრის სტატუსს.
სწრაფი ფაქტები ქვეყანა, ადმ. ცენტრი ...
ზამბოანგის ნახევარკუნძული | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
ადმ. ცენტრი | პაგადიანი | |
შიდა დაყოფა | ჩრდილოეთი ზამბოანგა, სამხრეთი ზამბოანგა, ზამბოანგა-სიბუგაი, ისაბელა (ბასილანი) და ზამბოანგა | |
კოორდინატები | 7°50′00″ ჩ. გ. 122°25′00″ ა. გ. | |
ფართობი | 17056.73 კმ² | |
მოსახლეობა | 3 875 576 (1 მაისი, 2020)[1] | |
| ||
დახურვა