From Wikipedia, the free encyclopedia
ზადარი (ხორვ. Zadar) — ქალაქი ხორვატიაში, ზადარის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ზადარი არის სიდიდით მეხუთე ქალაქი ხორვატიაში.[1]
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ზადარი Zadar | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
რეგიონი | ზადარი (ოლქი) | ||||
კოორდინატები | 44°06′51″ ჩ. გ. 15°13′40″ ა. გ. | ||||
მერი | Božidar Kalmeta | ||||
დაარსდა | ძვ. წ. 384 | ||||
ფართობი | 25 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 75 082 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 23 | ||||
საფოსტო ინდექსი | 23000 | ||||
საავტომობილო კოდი | ZD | ||||
ოფიციალური საიტი | grad-zadar.hr | ||||
ქალაქი არის ადრიატიკის ზღვის მნიშვნელოვანი პორტი და ჩრ. დალმაციის კულტურული და ეკონომიკური ცენტრი, ხორვატიის მნიშვნელოვანი კომერციული და კულტურულ-საგანმანათლებლო პუნქტი. ზადარში არსებობს აეროპორტი, თევზსარეწი, კვებისა და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, უნივერსიტეტი, მუზეუმები და სხვა.
ქალაქის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე იწყება. თავდაპირველად ის წარმოადგენდა ილირიული ტომების საკუთრებას, მოგვიანებით გახდა რომის იმპერიის ნაწილი. ამ ეპოქის ძეგლები დღემდეა შემორჩენილი ქალაქის ტერიტორიაზე. მოგვიანებით ფლობდა ბიზანტიის იმპერია, შემდეგ კი ვენეციის რესპუბლიკა. ზადარი იყო ოსმალების თავდასხმის ობიექტი. შემდეგ ქალაქი ჰაბსბურგების მფლობელობაში გადავიდა. 1947 წელს ოფიციალურად გადაეცა იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკას, 1991 წლიდან კი დამოუკიდებელი ხორვატიის ნაწილია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.