ზადარის ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ზადარის ჟუპანია (ხორვ. Zadarska županija) — ჟუპანია ხორვატიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ზადარი.
ჟუპანია | |||||
---|---|---|---|---|---|
ზადარის ჟუპანია Zadarska županija | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ადმ. ცენტრი | ზადარი | ||||
კოორდინატები | 44°11′38″ ჩ. გ. 15°11′54″ ა. გ. | ||||
ფართობი | 3 646 კმ² | ||||
მოსახლეობა | 170 017 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 23 | ||||
საავტომობილო კოდი | ZD | ||||
ოფიციალური საიტი | zadarska-zupanija.hr | ||||
| |||||
2011 წლის აღწერის მიხედვით, ჟუპანიაში ცხოვრობს 170 017 ადამიანი (ხორვატიის მთელი მოსახლეობის დაახლ. 4%),[1] რომლის 92,57%-ს ხორვატები შეადგენენ, ასევე ცხოვრობენ სერბები, ბოსნიელები და იტალიელები.
ოლქის უდიდესი ქალაქებია: ზადარი, ბენკოვაცი, ბიბინჟე, ბიოგრად-ნა-მორუ, ნინი, ობროვაცი და პაგი.
ზადარის ჟუპანია მოიცავს მრავალ კუნძულს, მათგან შედარებით მოზრდილებია: დუგი ოტოკი, უგლიანი და პაშმანი, ოლქის შემადგენლობაშია კუნძულ პაგის უმეტესი ნაწილი.
ოლქის ფართობია 7 854 კმ2, საიდანაც 3 646 კმ2 ხმელეთია, რაც ქვეყნის მთლიანი ფართობის 6,4 %-ს შეადგენს; საზღვაო ტერიტორია 3 632 კმ2-ია (ქვეყნის მთლიანი ტერიტორიული წყლების დაახლოებით 12 %), სანაპირო ზოლის სიგრძე კი (კუნძულების ჩათვლით) 1 300 კმ-ს შეადგენს.[2][3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.