From Wikipedia, the free encyclopedia
ვულკანური გუმბათი — გუმბათისებრი ფორმის ექსტრუზიული წარმონაქმნი, რომელიც ზედაპირიდან ამოწეულია 700-800 მ სიმაღლეზე და რომელსაც გააჩნია ციცაბო ფერდობები (40°). წარმოიქმნება ვულკანური არხიდან ბლანტი ლავის გაჭიმვის შედეგად.
ბლანტი ლავა ხუფავს მაგმაამომყვან არხს, რაც ხელს უწყობს ვულკანის აფეთქებით აქტიურობას, აირების გამოყოფას, ზვავსაშიშროებასა და სხვ. თავდაპირველად წარმოიქმნება მყარი ქერქი, შემდგომში ზევით ამოდინებული. შედეგად ქერქის სწრაფი გაცივებისას იგი სკდება, რის შედეგადაც ლავა ინთხევა კალთების გასწვრივ.
ვულკანური გუმბათის შიგა ბირთვული ნაწილი ნელა ცივდება, მის მწვერვალზე ბუნებრივი პირობების გამო წარმოიქმნება ჯამისებრი ქვაბულები.
ვულკანური გუმბათები გვხვდება კუნძულ მარტინიკაზე, იავაზე, კამჩატკის ნახევარკუნძულზე და სხვ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.