![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/07/Vltava_in_Prague.jpg/640px-Vltava_in_Prague.jpg&w=640&q=50)
ვლტავა
From Wikipedia, the free encyclopedia
ვლტავა (ჩეხ. Vltava, გერმ. Moldau, პოლ. Wełtawa) — მდინარე ჩეხეთში. მდინარე ელბის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 430 კმ, აუზის ფართობი 28 090 კმ². სათავეს იღებს შუმავის მთებში. მიედინება ბუდეიოვიცეს ვაკეზე, შემდეგ — შუა ჩეხეთის მაღლობზე. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, ზაფხულში წყალმარჩხია. ჩეხეთის რესპუბლიკის უგრძესი მდინარეა. მასზე 18 ხიდია აგებული, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიული კარლის ხიდი. ჩეხეთის დედაქალაქი — ქალაქი პრაღა გაშენებულია მდინარე ვლტავის ნაპირზე. 1950-იან წლებში მდინარეზე ააშენეს რამდენიმე კაშხალი. უდიდესია ლიპნოს კაშხალი შუმავაში. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ შტეხოვიცემდე (84 კმ). ზემო დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. ძველი არხით შეერთებულია მდინარე დიდ მიულთან (დუნაის შენაკადი ავსტრიაში).
ვლტავა | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები |
პრაღა ჩესკე-ბუდეიოვიცე. |
სათავე |
შუმავა 48°51′33″ ჩ. გ. 13°53′37″ ა. გ. |
სიგრძე | 430 კმ |
აუზის ფართობი | 28 090 კმ² |
![]() |
ვლტავას ნაპირებზე მდებარეობს ორი ქალაქი: პრაღა და ჩესკე-ბუდეიოვიცე.