![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/59/Medvedchuk_in_Duma.jpg/640px-Medvedchuk_in_Duma.jpg&w=640&q=50)
ვიქტორ მედვედჩუკი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორ ვოლოდიმირის ძე მედვედჩუკი (უკრ. Віктор Володимирович Медведчук; დ. 7 აგვისტო, 1954) — უკრაინელი ადვოკატი, ოლიგარქი და პოლიტიკოსი,[5][6][7] უკრაინის უმაღლესი რადას წევრი 2019 წლის 29 აგვისტოდან. პრო-რუსული უკრაინული ორგანიზაცია „უკრაინული არჩევანის“ თავმჯდომარე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღდეგე.[8]
ვიქტორ მედვედჩუკი | |
---|---|
უკრ. Віктор Володимирович Медведчук | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 7 აგვისტო, 1954(1954-08-07) (69 წლის) |
დაბადების ადგილი | Pochet |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | Faculty of Law of Taras Shevchenko National University of Kyiv |
სამეცნიერო ხარისხი | სამართლის დოქტორი |
მამა | Volodymyr Nesterovytch Medvedtchouk |
მეუღლე/ები | ოკსანა მარჩენკო[2] |
შვილ(ებ)ი | Daryna Medvedchuk[3] |
ჯილდოები | უკრაინის დამსახურებული იურისტი, II ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“, I ხარისხის ორდენი „დამსახურებისათვის“, თავად იაროსლავ ბრძენის ორდენი, უკრაინის პრეზიდენტის წარჩინების საპატიო ნიშანი, ორმაგი თეთრი ჯვრის ორდენი[4] , დიდი ჯვრის ორდენის კავალერი იტალიის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისათვის და თავად იაროსლავ ბრძენის მე-5 ხარისხის ორდენი |
![]() | |
1997-2002 წლებში უკრაინის უმაღლესი რადას წევრი. 2002-2005 წლებში ლეონიდ კუჩმას პრეზიდენტობის პერიოდში იყო მისი ოფისის ხელმძღვანელი.[6] ამის შემდეგ ის 2018 წლამდე აღარ ერთვებოდა უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2018 წლის ნოემბერში მედვედჩუკი აირჩიეს პოლიტიკური პარტია „სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ. პარტია მოგვიანებით გაერთიანდა ბლოკში „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“.[9] 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ 43 მანდატი მოიპოვა.[10] მედვედჩუკი როგორც პარტიული სიის მესამე ნომერი უკრაინის უმაღლესი რადას წევრი გახდა.[10]
2021 წლის 19 თებერვალს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მედვედჩუკი, მეუღლესთან, ოქსანა მარჩენკოსთან ერთად ფინანსური ტერორიზმის ბრალდებით შეიყვანა სანქცირებულთა სიაში.[11] 2021 წლის 11 მაისს უკრაინის პროკურატურამ მას წაუყენა ბრალი სახელმწიფო ღალატსა და ყირიმში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მცდელობაში (ყირიმის ნახევარკუნძული გაეროს მიერ უკრაინის ტერიტორიადაა აღიარებული, მაგრამ 2014 წლიდან ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ). მედვედჩუკის შინაპატიმრობა 2021 წლის 13 მაისს დაიწყო.[12] 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მეოთხე დღეს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა და მას შემდეგ ძებნაში იყო.[13] 2022 წლის 8 მარტს ჩამოერთვა თანათავმჯდომარის თანამდებობა ბლოკში „ოპოზიციური პლატფორმა — სიცოცხლისთვის“.[14] 2022 წლის 12 აპრილის უკრაინის უსაფრთხების სამსახურმა მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავა.
უკრაინაში მედვედჩუკს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ ასახელებენ, რომელსაც მედვედჩუკი მოიხსენიებს როგორც „პირად მეგობარს“ უწოდებს.[15] ზოგიერთი უცხოური წყარო მას უკრაინაში პუტინის უახლოეს მოკავშირესაც უწოდებს.[16] პუტინი მედვედჩუკის უმცროსი ქალიშვილის ნათლიაა.