ვიქტორია (ჩანჩქერი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიქტორია ან მოზი-ოა-ტუნია — ჩანჩქერი მდინარე ზამბეზზე, სამხრეთ აფრიკაში. მდებარეობს ზამბიისა და ზიმბაბვეს საზღვარზე. ჩანჩქერის სიგანე 1,8 კმ-ია, სიმაღლე — 128 მეტრი. აღმოაჩინა შოტლანდიელმა მოგზაურმა დეივიდ ლივინგსტონმა 1855 წელს და სახელი უწოდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ვიქტორიას პატივსაცემად. შემდეგ ჩანჩქერი ცნობილი გახდა ადგილობრივი სახელითაც „მოზი-ოა-ტუნია“ („მგრგვინავი კვამლი“).
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვიქტორია. |
სწრაფი ფაქტები ვიქტორია*, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ...
ვიქტორია* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ზამბია; ზიმბაბვე |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | |
რეგიონი** | აფრიკა |
კოორდინატები | 17°55′28″ ს. გ. 25°51′24″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1989 (მე-13 სესია) |
ნომერი | 509 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
დახურვა
ჩანჩქერი აფრიკის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, 1989 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.