ვიტორია დელა როვერე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიტორია დელა როვერე (იტალ. Vittoria Della Rovere; დ. 7 თებერვალი, 1622 — გ. 5 მარტი, 1694) — დელა როვერეს დინასტიის წარმომადგენელი. ურბინოს ჰერცოგ ფედერიკო უბალდო დელა როვერესა და მისი ცოლის, კლაუდია მედიჩის ქალიშივლი. ტოსკანის დიდი ჰერცოგინია 1633-1670 წლებში როგორც ფერდინანდო II მედიჩის მეუღლე. მათ სულ ორი ვაჟი შეეძინათ: მომავალში ტოსკანის დიდი ჰერცოგი კოზიმო III და როვერეს ჰერცოგი ფრანჩესკო მარია, რომელიც ვიტორიას გარდაცვალების შემდეგ ურბინოს საჰერცოგოსაც დაეპატრონა. მათი ქორწინების შემდეგ ურბინოს საჰერცოგო ტოსკანის დიდი საჰერცოგოსა და მედიჩების მმართველობაში გადავიდა.
ვიტორია დელა როვერე | |
---|---|
Vittoria della Rovere | |
ტოსკანის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 26 სექტემბერი, 1633 |
მმართ. დასასრული: | 23 მაისი, 1670 |
წინამორბედი: | მარია მაგდალინა ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარგარიტა ლუიზა ორლეანელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 7 თებერვალი, 1622 |
დაბ. ადგილი: | პეზარო, ურბინოს საჰერცოგო |
გარდ. თარიღი: | 5 მარტი, 1694, (72 წლის) |
გარდ. ადგილი: | პიზა, ტოსკანის დიდი საჰერცოგო |
მეუღლე: | ფერდინანდო II, ტოსკანის დიდი ჰერცოგი |
შვილები: |
კოზიმო III, ტოსკანის დიდი ჰერცოგი ფრანჩესკო, როვერეს ჰერცოგი |
დინასტია: | დელა როვერე |
მამა: | ფედერიკო, ურბინოს ჰერცოგი |
დედა: | კლაუდია დე’ მედიჩი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ვიტორია დელა როვერე დაიბადა 1622 წლის 7 თებერვალს პეზაროში, ურბინოში. იგი იყო ურბინოს ჰერცოგ ფედერიკო უბალდო დელა როვერესა და მისი ცოლის, ჰერცოგინია კლაუდია დე მედიჩის ერთადერთი შვილი. დედამისი იყო ტოსკანის დიდი ჰერცოგის, კოზიმო II-ისა და მანტუის ჰერცოგინია კატერინა დე მედიჩის ღვიძლი და. მის ბავშვობაში მოიაზრებოდა, რომ ურბინოს მომავალი მმართველი ვიტორია გახდებოდა, მაგრამ რომის პაპმა ურბან VIII-მ მემკვიდრეობა მის ბიძაშვილს, ფრანჩესკო მარია დელა როვერეს გადაულოცა. ურბანმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ფრანჩესკო მას დაჰპირდა ურბინოს საჰერცოგოს პაპის ოლქში გაერთიანებას, ამის სანაცვლოდ კი ურბინოს გარდა მან კიდევ მიიღო როვერესა და მონტეფელტროს საჰერცოგოები, მაშინ, როდესაც ყოველივე ამის კანონიერი მემკვიდრე ვიტორია იყო. ცხრა წლის ასაკში, მას უკვე თავისი ხელოვნების კოლექცია ჰქონდა.
სულ ერთი წლის ასაკში ვიტორია დანიშნეს მისსავე ბიძაშვილზე, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ფერდინანდო II მედიჩიზე. დედამისის, კლაუდია მედიჩის სურვილითა და ზეგავლენით პატარა ვიტორია ფლორენციაში გაემგზავრა მედიჩების სამეფო კარზე და იქ იზრდებოდა. მათი ვიტორიასა და ფერდინანდოს ნიშნობა 1621 წელს მოაწყო ფერდინანდოს ბებიამ, ტოსკანის ქვრივმა ჰერცოგინია კრისტინა ლოთარინგიელმა, რომელიც თავის საყვარელ რძალ მარია მაგდალინა ავსტრიელთან ერთად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ ფერდინანდო 1628 წელს სრულწლოვანი გახდა, კრისტინა და მარია მაგდალინა 1636 წლამდე მის რეგენტებად დარჩნენ.
1633 წლის 29 სექტემბერს ვიტორია დელა როვერე და ფერდინანდო დე მედიჩი დაქორწინდნენ, რითაც ვიტორიას მთელი მემკვიდრეობა მედიჩთა საკუთრება გახდა. მისი უდიდესი ხელოვნების კოლექცია მედიჩებმა თავიანთ პიტისა და უფიცის სასახლეებში გადაიტანეს. ვიტორიას მისი დედამთილი მარია მაგდალინა და კრისტინა ლოთარინგიელი ზრდიდნენ, რომლებმაც იგი თავიანთ მსგავს ფანატიკოს კათოლიკედ ჩამოაყალიბეს, რაც ხშირად ძალიან აღიზიანებდა ვიტორიას ლიბერალ მეუღლეს.
ქორწინების კონსუმირება ქორწილიდან ექვსი წლის შემდეგ მოხდა, რის შემდეგაც ვიტორიამ თავისი პირველი შვილი გააჩინა, რომელიც ორ დღეში დაიღუპა. ამას მოჰყვა 1640 წელს მეორე შვილი, 1642 წელს კი წყვილს ვაჟი შეეძინა, რომელსაც ფერდინანდოს მამის პატივსაცემად კოზიმო დაარქვეს. დედის გავლენის ქვეშ ბავშვებმა მიიღეს ღრმად კათოლიკური განათლება, რაც წყვილს შორის კიდევ ერთი უთანხმოების მიზეზი გახდა. კოზიმოს გაჩენიდან მალევე წყვილის ურთიერთობა დაინგრა, რადგანაც ვიტორიას გრაფ ბრუტო დელა მოლერასთან შეუსწრეს, პირდაპირ საწოლში. მართალია ფერდინანდოს ვიტორია მკაცრად არ დაუსჯია, თუმცა შემდეგი ოცი წლის მანძილზე მას ბავშვებს აღარ აჩვენებდა და თავადაც აღარ ელაპარაკებოდა, მაგრამ ისინი 1659 წელს საბოლოოდ მაინც შერიდგდნენ, რასაც მეორე ვაჟის, პრინცი ფრანჩესკო მარიას გაჩენა მოჰყვა 1660 წელს. როგორც ვიცით, წყვილს პირად ურთიერთობაში უამრავი უთანხმოება ჰქონდათ, თუმცა ხალხის თვალწინ მათ იდეალურად მოჰქონდათ თავი.
1661 წელს ვიტორიამ თავისი უფროსი ვაჟი კოზიმო დააქორწინა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უფროს ბიძაშვილზე, მარგარიტა ლუიზა ორლეანელზე. ქორწინებიდან მალევე კი დაიბადა მათი პირველი შვილი ანა მარია ლუიზა. 1670 წელს ფერდინანდო გარდაიცვალა, ტახტზე კი მათი ვაჟი კოზიმო III ავიდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე კვირაში მარგარიტა ლუიზა კვლავ დაფეხმძიმდა. როვერე და მისი რძალი ერთმანეთს დიდად ვერ იტანდნენ, რის გამოც ყოველთვის ყველაფერში ეჯიბრებოდნენ, თუმცაღა კოზიმოზე დიდი გავლენის ქონის გამო ყოველთვის ვიტორია იგებდა. მალევე კოზიმო III-მ ვიტორიას ტოსკანის მართვის აბსოლუტური ძალაუფლება მიანიჭა. ამის შემდეგ ცხადია რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბა, იმ ფაქტმა კი, რომ კოზიმო სულ დედის მხარეს იჭერდა მარგარიტას უკიდურესი განაწყენება გამოიწვია. მალევე მარგარიტა ლუიზა ორლეანელმა ვაჟი გააჩინა, თუმცა მათ სრულიად უიღბლო ქორწინებას ამან ვერ უშველა, რადგან ის და კოზიმო გამუდმემით ჩხუბობდნენ და ასე გრძელდებოდა წლების მანძილზე.
საბოლოოდ მარგარიტა ლუიზამ ვეღარ გაუძლო ასეთ სტრესტში ცხოვრებას და 1674 წლიდან იგი საფრანგეთში დაბრუნდა. იგი საფრანგეთში თავის დაქვრივებულ დასთან ერთად პარიზში დასახლდა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა, მეტიც, მას ამის შემდეგ საკუთარი შვილებიც კი აღარ უნახავს. მარგარიტასა და კოზიმოს სამივე შვილის აღზრდა თავის თავზე ვიტორიამ აიღო. ვიტორია დელა როვერე გარდაიცვალა 1694 წელს პიზაში, 72 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.