From Wikipedia, the free encyclopedia
ვილჰელმინა (ნიდერლ. Wilhelmina; დ. 31 აგვისტო, 1880, ჰააგა, ნიდერლანდები — გ. 28 ნოემბერი, 1962, ჰეტ ლო, ნიდერლანდები) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების მეფე ვილემ III-ისა და დედოფალ ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტის ერთადერთი შვილი. ნიდერლანდების დედოფალი 1898-1948 წლებში.
ვილჰელმინა | |
---|---|
ნიდერლანდების დედოფალი | |
კორონაცია: | 6 სექტემბერი, 1898 |
მმართ. დასაწყისი: | 23 ნოემბერი, 1890 |
მმართ. დასასრული: | 4 სექტემბერი, 1948 |
წინამორბედი: | ვილემ III |
მემკვიდრე: | იულიანა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 31 აგვისტო, 1880 |
დაბ. ადგილი: | ჰააგა, ნიდერლანდები |
გარდ. თარიღი: | 28 ნოემბერი, 1962, (82 წლის) |
გარდ. ადგილი: | ჰეტ ლო, ნიდერლანდები |
მეუღლე: |
ჰაინრიხ მეკლენბურგ-შვერინელი (ქ. 1901 - გარდ. 1934) |
შვილები: | იულიანა, ნიდერლანდების დედოფალი |
სრული სახელი: | ვილჰელმინა ჰელენა პაულინა მარია |
დინასტია: | ორან-ნასაუ |
მამა: | ვილემ III, ნიდერლანდების მეფე |
დედა: | ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი |
რელიგია: | კალვინიზმი |
მისი მმართველობის პერიოდში ნიდერლანდები მონაწილეობდა როგორც პირველ, ისე მეორე მსოფლიო ომში, რა დროსაც გერმანიამ ორჯერ განახორციელა მისი ოკუპაცია. ოკუპაციის პერიოდში დედოფალი და მისი მთავრობა ემიგრაციაში იმყოფებოდა ბრიტანეთში. ომის დასრულებიდან მალევე იგი თავისი ქალიშვილის, იულიანას სასარგებლოდ გადადგა ტახტიდან, დარჩენილი წლები კი ჰეტ ლოში გაატარა.
ვილჰელმინა დაიბადა 1880 წლის 31 აგვისტოს ჰააგაში. იგი იყო ნიდერლანდების მეფე ვილემ III-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ ემა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტის ერთადერთი საერთო შვილი. მას სახელი დიდი ბებიის, ნიდერლანდების დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის პატივსაცემად დაარქვეს.
მამამისს პირველი ცოლის, დედოფალ სოფია ვიურტემბერგელისაგან სამი ვაჟი ჰყავდა დარჩენილი, რომელთაგან ორი მის დაბადებამდე გარდაიცვალა უშვილოდ, ხოლო მესამეს, ალექსანდერს ორანის პრინცის, ანუ ტახტის მემკვიდრის წოდება ჰქონდა. პრინცი ალექსანდერი იმდენად იყო გაღიზიანებული ხანში შესული მამის მეორე ქორწინებით, რომ თავის სიცოცხლეში არ უღიარებია ვილჰელმინა საკუთარ დად. ალექსანდერი 1884 წელს, ასევე უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც 4 წლის ვილჰელმინა ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე გახდა.
მამამისი, მეფე ვილემ III 1890 წლის 23 ნოემბერს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი 10 წლის დედოფალმა ვილჰელმინამ დაიკავა, რომელსაც მცირეწლოვანების გამო რეგენტად დედამისი, დედოფალი ემა დაენიშნა. ამ სტატუსით დედამისი ქვეყანას შემდეგი რვა წლის განმავლობაში მართავდა, რა დროსაც ვილჰელმინა განათლებას იღებდა. როდესაც მას 16 წელი შეუსრულდა დედოფალმა ემამ იგი თანამმართველად დაინიშნა, რათა ქვეყნის მართვა ესწავლა. 1898 წელს ემას რეგენტობა დასრულდა, ვილჰელმინა სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად დაიწყო მმართველობა.
იგი ნიდერლანდების ისტორიაში პირველი ქალი მონარქი იყო, თუმცაღა მის ტახტზე ასვლას დიდი რეაქცია არ მოჰყოლია, რადგან მსოფლიო უკვე შეგუებული იყო იმას, რომ ქალებსაც შეეძლოთ ტახტზე ასვლა.
ვილჰელმინას ნიდერლანდების მართვა მეტად არასახარბიელო პერიოდში მოუხდა. მმართველობის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. დედოფალი ვილჰელმინა საკმაოდ ენერგიულად და წარმატებულად უჭერდა მხარს ომში ნიდერლანდების ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას. მიუხედავად მცდელობისა, გერმანიის იმპერატორმა ვილჰელმ II-მ ნიდერლანდების ოკუპირება მოახდინა. ამ ამბიდან ორ დღეში იმპერატორი კომპრომისზე წავიდა და ვილჰელმინას ქვეყანაში დარჩენისა და წოდების შენარჩუნების უფლება მისცა. 1918 წელს ომი გერმანიის მარცხით დასრულდა და ნიდერლანდებშიც დასრულდა საოკუპაციო რეჟიმი, რითაც ქვეყანა ძველ რიტმს დაუბრუნდა, მაგრამ 1939 წლიდან იწყება რიგით მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც პირველის მსგავსად ნიდერლანდები ჩათრეული აღმოჩნდა. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის სახელმწიფო მეთაურებს შორის შუამავლობა და სამშვიდობო მოლაპარაკებები ბელგიის მეფე ლეოპოლდ III-მ ითავა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ამ ამბიდან მალევე, 1940 წლის მაისში ნაცისტურმა გერმანიამ მოახდინა მთელი ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ოკუპაცია, შემდეგ კი საფრანგეთშიც შეიჭრა. ჰიტლერი ვილჰელმინასთან დათმობაზე არ წავიდა, რის გამოც დედოფალმა და მისმა მთავრობამ დატოვა ნიდერლანდები და დიდ ბრიტანეთში, კერძოდ კი ლონდონში გაიქცა, სადაც ჩამოაყალიბეს „გადასახლებული მთავრობა“, რომელიც ნიდერლანდების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სიმბოლოდ იქცა.
1945 წელს, მეორე მსოფლიო ომი გერმანიის მარცხითა და გადანაწილებით დასრულდა, რის შემდეგაც ნიდერლანდებში ძველი რეჟიმი აღსდგა. ამგვარ პირობებში დედოფალი ვილჰელმინა და მისი მთავრობა დაბრუნდა კონტინენტზე და ბელგიიდან გადავიდა ნიდერლანდებში. აღსანიშნავია, რომ დედოფალმა სახელმწიფო საზღვარი ფეხით გადაკვეთა. ამგვარ პირობებში ნიდერლანდებში რესპუბლიკური იდეები გაქარწყლდა და მონარქიას ახალი მომხრეები გამოუჩნდნენ. ამის პარალელურად, 1945 წელს ინდონეზიამ ნიდერლანდებისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ოთხწლიანი ომის დაწყება, რაც საბოლოოდ ინდონეზიის განთავისუფლებით დასრულდა.
1948 წლის 4 სექტემბერს დედოფალი ვილჰელმინა ოფიციალურად გადადგა ტახტიდან თავისი ერთადერთი ქალიშვილის — დედოფალი იულიანას სასარგებლოდ. ამის შემდეგ მან ბინა ჰეტ ლოს სასახლეში დაიდო, სადაც გაატარა უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1962 წელს, 82 წლის ასაკში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.