ვიკიმონაცემები
From Wikipedia, the free encyclopedia
„ვიკიმონაცემები“ (ინგლ. Wikidata) — ერთობლივად რედაქტირებადი მონაცემთა ბაზა, შექმნილია ფონდ ვიკიმედიის მიერ. ის გამოიყენება ცენტრალიზებული შენახვის უზრუნველსაყოფად ისეთი მონაცემებისა, რომლებიც შეიძლება ვიკიპედიის სტატიებში იქნას გამოყენებული — მაგალითად, ინტერვიკი-ბმულები ან სტატისტიკური ინფორმაცია: დაბადების თარიღები, მოსახლეობის რაოდენობა და ა.შ.[1]
ვიკიმონაცემები Wikidata | |
---|---|
საიტი | www.wikidata.org |
საიტის ტიპი | ვიკი |
რეგისტრაცია | არ არის აუცილებელი |
ხელმისაწვდომი ენა | მრავალენოვანი |
მფლობელი | ფონდი ვიკიმედია |
შემქნელი | ვიკიმედია საზოგადოება |
პროექტი ოფიციალურად გაეშვა 2012 წლის 30 ოქტომბერს, პროექტის შემუშავება მიმდინარეობს Wikimedia Deutschland-ის ხელმძღვანელობით. „ვიკიმონაცემები“ გახდა ფონდ ვიკიმედიის პირველი ახალი პროექტი 2006 წლის შემდეგ.[2] პროექტის შექმნა განხორციელდა Allen Institute for Artificial Intelligence-ის, Gordon and Betty Moore Foundation-ისა და Google-ის შემოწირულობების ხარჯზე, რომლებმაც შეადგინა 1,3 მილიონი ევრო.[3][4]