![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7b/VTikhonov.jpg/640px-VTikhonov.jpg&w=640&q=50)
ვიაჩესლავ ტიხონოვი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვიაჩესლავ ტიხონოვი (რუს. Тихонов, Вячеслав Васильевич; დ. 8 თებერვალი, 1928 — გ. 4 დეკემბერი 2009) — რუსი საბჭოთა კინოს მსახიობი, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი, მათ შორის სსრკ-ის სახალხო არტისტის (1974) და სოციალისტური შრომის გმირის (1982) ლაურეატი. დაიბადა პავლოვსკი პოსადში, მოსკოვთან. გარკვეული პერიოდი საამქროში მუშაობდა. 1950-60-იან წლებში იქორწინა ნონა მორდიუკოვაზე, რომელიც იმჟამად მასზე გაცილებით უფრო პოპულარული მსახიობი იყო საბჭოთა კავშირში.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/ka/thumb/d/d0/Stirlitz.jpg/190px-Stirlitz.jpg)
ვიაჩესლავ ტიხონოვი | |
---|---|
![]() ვიაჩესლავ ტიხონოვი | |
დაბადების სახელი | ვიაჩესლავ ტიხონოვი |
დაბადების თარიღი |
8 თებერვალი, 1928 პავლოვსკი პოსადი, რუსეთი |
გარდაცვალების თარიღი |
4 დეკემბერი 2009 მოსკოვი, რუსეთი |
საქმიანობა | მსახიობი |
ტიხონოვის ყველაზე კარგად ცნობილი როლია შტანდარტენფიურერ შტირლიცი იულიან სემიონოვის ნაწარმოების მიხედვით შექმნილ ტელესერიალში „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და გავრილ ტროეპოლსკის რომანის ეკრანიზაციაში „შავყურა თეთრი ბიმი“. მას ასევე შერულებული აქვს ანდრეი ბოლკონსკის როლი ოსკარით დაჯილდოებულ ფილმში „ომი და მშვიდობა“ (1969) და მოხუცი კაცის როლი, ასევე ოსკარით დაჯილდოებულ ფილმში „მზით გათანგულები“ (1994).