ვედსვორტის ათენეუმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ვედსვორტის ათენეუმი — ხელოვნების მუზეუმი ჰარტფორდში, კონექტიკუტის შტატში. ვედსვორტი გამოირჩევა ევროპული ბაროკოს ხელოვნების კოლექციებით, ძველი ეგვიპტური და კლასიკური ბრინჯაოებით, ფრანგული და ამერიკული იმპრესიონისტული ნახატებით, ჰადსონის მდინარის სკოლის პეიზაჟებით, მოდერნისტული შედევრებითა და თანამედროვე ნამუშევრებით. ასევე მუზეუმში განთავსებულია ადრეული ამერიკული ავეჯისა და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები.
ვედსვორტის ათენეუმი | |
---|---|
41°45′49″ ჩ. გ. 72°40′23″ დ. გ. | |
დაარსდა | 1844 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | ჰარტფორდი |
დირექტორი | თომას ლუგმანი[1] |
ოფიციალური საიტი | https://www.thewadsworth.org/ |
დაწესებულება დაარსდა 1842 წელს, ხოლო გაიხსნა 1844 წელს. არის უძველესი მუდმივად მოქმედი საზოგადოებრივი ხელოვნების მუზეუმი ამერიკის შეერთებულ შტატებში. [2]
მუზეუმი მდებარეობს 600 მთავარ ქუჩაზე, ციხის მსგავს შენობაში, ჰერტფორდის ცენტრში. 75,000 კვადრატული ფუტი (7,000 м²) საგამოფენო სივრცის მუზეუმი არის უდიდესი ხელოვნების მუზეუმი კონექტიკუტის შტატში.
მუზეუმი არის ჩრდილოეთ ამერიკის საპასუხო მუზეუმების პროგრამის წევრი.