ბიუსტი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიუსტი (ფრანგ. buste < ლათ. bustum - კრემაციის ადგილი, საფლავის ძეგლი), ადამიანის გამოსახულება მკერდამდე (უმთავრესად პორტრეტული) მრგვალ ქანდაკებაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მიიღო ძველ რომში, სადაც ბიუსტს დასადგმელი გაუკეთეს. შემდეგ ფართოდ გავრცელდა აღორძინების ეპოქასა და მომდევნო პერიოდში. პორტრეტულ ბიუსტს ქმნიდნენ: დასავლეთ ევროპაში — დონატელო, დეზიდერიო და ზეტინიანო, მინო და ფიეზოლე, ფრანჩესკო ლაურანა, ჯან ლორენცო ბერნინი, ჟან ანტუან ჰუდონი, ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენი, შ. დესპიო და სხვა. რუსეთში — ფედოტ შუბინი, სამუელ გალბერგი, ვერა მუხინა და სხვა, საქართველოში — იაკობ ნიკოლაძე, ნიკოლოზ კანდელაკი, ნ. წერეთელი და სხვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.