From Wikipedia, the free encyclopedia
ვასილ დიანოსის ძე ჩალაძე (დ. 9 სექტემბერი, 1913, სოფ. ნაკიეთი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი — გ. 2010 რუსთავი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, პოლკოვნიკი, თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე.
ვასილ ჩალაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 9 სექტემბერი, 1913 |
დაბადების ადგილი | სოფ. ნაკიეთი, რაჭის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 2010 |
გარდაცვალების ადგილი | რუსთავი, საქართველო |
წოდება | პოლკოვნიკი |
თანამდებობა |
|
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები |
რუსთავის საპატიო მოქალაქე |
1939 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მალევე დაინიშნა ამავე ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 1941 წელს დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. დიდი სამამულო ომის დროს, 1941-1942 წლებში, მონაწილეობა მიიღო კარელიის ფრონტზე გერმანელი ფაშისტების წინააღმდეგ.
1942 წლის ივლისში საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებით კარელიის ფრონტიდან იგი გადმოიყვანეს ამიერკავკასიის ფრონტის განკარგულებაში ახალჩამოყალიბებულ ქართულ სამხედრო შენაერთებში, სადაც მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტის ბრძოლებში — დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი ინსტრუქტორის, პოლკის კომისრის, პოლკის მეთაურის მოადგილის თანამდებობებზე.
დიდი სამამულო ომის დამთავრების შემდეგ, 1946 წელს გადაიყვანეს რუსთავის ველზე ამიერკავკასიის მეტალურგიული კომბინატისა და ქიმიური ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით დანიშნეს ჯერ რუსთავის ქალაქკომის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგედ, 1951 წელს — ქალაქკომის მეორე მდივნად, ხოლო 1952 წლიდან 1957 წლამდე — პირველ მდივნად.
მალე ვასილ ჩალაძე დაწინაურდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პასუხსაგებ თანამდებობაზე. ერთხანს იმუშავა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, ხოლო ათეული წლების განმავლობაში — თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის მდივნად. ბოლოს თბილისის ომის, შრომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.