საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სამინისტრო — საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საპოლიციო უწყება.
ისტორია
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შედეგად საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა.
1936 წლამდე საქართველოს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედიოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამმართველო ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 1 იანვრის №004 ბრძანებით საქართველოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო გარდაიქმნა სახალხო კომისარიატად.
1941 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გაერთიანდა. 1946 წელს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს სახელი შეეცვალა და შინაგან საქმეთა სამინისტრო დაერქვა. 1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სსრ სამინისტროების გარდაქმნის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდ გაერთიანდა. 1954 წლის 10 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ). 1962 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რესპუბლიკურ სამინისტროდ გარდაიქმნა, რომელსაც 1968 წლის 19 ნოემბერს ძველი სახელწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუბრუნდა.
სახალხო კომისრები/მინისტრები
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები
სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საქართველოს სამმართველოს უფროსები
სამმართველო შეიქმნა 1934 წლის 13 ივლისს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №001 ბრძანებით.
- დავით სიმონის ძე კილაძე, 13 ივლისი – 11 ნოემბერი, 1934;
- სერგო არსენის ძე გოგლიძე, 11 ნოემბერი, 1934 – 1 იანვარი, 1937, 1935 წლის 26 ნოემბრიდან მე-2 რანგის სახელმწიფო უშიშროების კომისარი;
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები
საქართველოს სსრ სახალხო კომისარიატი შეიქმნა 1937 წლის 1 იანვარს სსრ კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის №004 ბრძანებით.
- სერგო არსენის ძე გოგლიძე, 1 იანვარი, 1937 – 21 ნოემბერი, 1938, 1935 წლის 26 ნოემბრიდან მე-2 რანგის სახელმწიფო უშიშროების კომისარი;
- ავქსენტი (ჭიჭიკო) ნარიკის ძე რაფავა, 19 ნოემბერი, 1938 – 26 თებერვალი, 1941, სახელმწიფო უშიშროების უფროსი მაიორი, 1940 წლის 14 მარტიდან - სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი;
- ვარლამ ალექსის ძე კაკუჩაია, 7 მარტი – 31 ივლისი, 1941, სახელმწიფო უშიშროების მაიორი;
- ავქსენტი (ჭიჭიკო) ნარიკის ძე რაფავა (მეორეჯერ), 8 აგვისტო, 1941 – 21 მაისი, 1943, სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი;
საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრები
- გრიგოლ თეოფილეს ძე კარანაძე, 21 მაისი, 1943 – 8 აპრილი, 1952, სახელმწიფო უშიშროების კომისარი,1944 წლის 14 დეკემბრიდან - სახელმწიფო უშიშროების მე-3 რანგის კომისარი, 1945 წლის 9 ივლისიდან - გენერალ-მაიორი;
- ვახტანგ ალექსანდრეს ძე ლოლაძე, 29 მაისი, 1952 – 16 მარტი, 1953;
- ალექსანდრე ივანეს ძე კოჭლავაშვილი, 16 – 21 მარტი, 1953, გენერალ-მაიორი;
- ვარლამ ალექსის ძე კაკუჩაია (მეორეჯერ), 21 მარტი – 10 აპრილი, 1953, გენერალ-მაიორი;
- ვლადიმერ გიორგის ძე დეკანოზოვი, 10 აპრილი – 30 ივნისი, 1953;
- ალექსი ნიკოლოზის ძე ინაური, 20 ივლისი, 1953 – 26 მარტი, 1954, გენერალ-მაიორი;
- ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ჯანჯღავა, მაისი, 1954 – დეკემბერი, 1958, გენერალ-ლეიტენანტი;
- ივანე იოსების ძე ღარიბაშვილი, 18 ნოემბერი, 1958 – 16 აგვისტო, 1961, გენერალ-მაიორი;
- ოთარ ალექსანდრეს ძე ქავთარაძე, 16 აგვისტო, 1961 – 22 მაისი, 1965, 1962 წლის 21 ოქტომბრიდან - შინაგან საქმეთა მე-3 რანგის გენერალ-მაიორი;
- ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე, 22 მაისი, 1965 – 1 აგვისტო, 1972, 1967 წლის აპრილიდან - შინაგან საქმეთა მე-3 რანგის გენერალ-მაიორი;
- კონსტანტინე ერემიას ძე კეთილაძე, 18 აგვისტო, 1972 – 26 მაისი, 1979, მე-3 რანგის მილიციის კომისარი, 1973 წლის 23 ოქტომბრიდან - შინაგან საქმეთა ან მილიციის გენერალ-მაიორი, 1975 წლის 25 აპრილიდან - შინაგან საქმეთა გენერალ-ლეიტენანტი;
- გურამ ივანეს ძე გვეტაძე, 26 მაისი, 1979 – 21 იანვარი, 1986, მილიციის გენერალ-მაიორი, 1982 წლის 17 თებერვლიდან - შინაგან საქმეთა გენერალ-ლეიტენანტი;
- შოთა ვარლამის ძე გორგოძე, 22 იანვარი, 1986 – 23 ნოემბერი, 1990, შინაგან საქმეთა გენერალ-მაიორი, 1988 წლის 30 აპრილიდან - შინაგან საქმეთა გენერალ-ლეიტენანტი.
ლიტერატურა
- თუშურაშვილი ო., ჯახუა ი., „XX საუკუნის საქართველოს შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები“, თბილისი, 2013, ISBN 978-9941-0-5532-4.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.