ვარახიელ მთავარანგელოზი
From Wikipedia, the free encyclopedia
მთავარანგელოზი ვარახიელი (ებრ. ברכיאל, „ღვთის კურთხევა“) — ქრისტიანულ რელიგიაში ადამიანებისთვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველი მთავარანგელოზი. ძირითადად ვარახიელი მოწამეთა, აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატწერაში მთავარანგელოზ ვარახიელის სამოსელზე ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე გამოისახება, რაც სულიწმიდის ნიჭთა სიმბოლოა.