ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
ვალტერ სანაია (დ. 24 სექტემბერი, 1925, ოჩამჩირე, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ — გ. 29 ოქტომბერი, 1999, მოსკოვი, რუსეთი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, მეკარე. საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1946).[კომ. 1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ვალტერ ბესარიონის ძე სანაია | ||
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1925 | ||
დაბადების ადგილი |
ოჩამჩირე, ოჩამჩირის რ-ნი, აფხაზეთის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ, სსრ კავშირი | ||
გარდაცვალების თარიღი | 29 ოქტომბერი, 1999 (74 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 179 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1940 | სტრელა ოჩამჩირე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1941–1943 | დინამო ს. | (0) | |
1944–1946 | დინამო თბ. | 24 | (0) |
1946–1953 | დინამო მ. | 62 | (0) |
1954 | დინამო თბ. | 9 | (0) |
1955–1956 | ნეფტიანიკი | 25 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
იცავდა სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოს“, მოსკოვის „დინამოსა“ და ბაქოს „ნეფტიანიკის“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1946) თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1949), ვიცე-ჩემპიონი (1950), ბრინჯაოს პრიზიორი (1952) და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების (1950) ფინალისტი მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში. [1][კომ. 2][2][კომ. 3]
ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[3][4][5][კომ. 4]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ფარგლებში პირველად 1945 წლის 13 მაისს, საკავშირო პირველობის მე-8 ტურის კალენდარულ მატჩში, ლენინგრადის „დინამოს“ წინააღმდეგ გამოვიდა მინდორზე. შეხვედრა თბილისის „დინამოს“ სტადიონზე გაიმართა და მას 30 ათასი ფეხბურთის გულშემატკივარი დაესწრო. დინამოელებმა თამაში ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: ვალტერ სანაია, გრიგოლ გაგუა, ბორის ფროლოვი, არჩილ კიკნაძე, მიხეილ ბერძენიშვილი, გრიგოლ ჭელიძე, გაიოზ ჯეჯელავა, გიორგი ანთაძე, ვიქტორ პანიუკოვი, ვიქტორ ბერეჟნოი და ავთანდილ ღოღობერიძე. დაპირისპირება ვიქტორ პანიუკოვის დუბლის წყალობით თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით — 2–1 დამთავრდა.[6]
ვალტერ სანაია 74 წლის ასაკში, 1999 წლის 29 ოქტომბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია მოსკოვში, ტროეკუროვის სასაფლაოზე.[7][კომ. 5]
2015 წლის 24 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე „დინამო-არენა“ ვალტერ სანაიას 90 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ფეხბურთელის იუბილე დამსწრე საზოგადეობას მიულოცეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ვალტერ სანაიას მეგობრებმა. ღონისძიება ოჩამჩირელების კავშირის „ერთობის“ ორგანიზებით გაიმართა.[8]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.