![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8e/Ch%25C3%25A2teau_de_Val%25C3%25A8re_et_Haut_de_Cry_-_juillet_2022.jpg/640px-Ch%25C3%25A2teau_de_Val%25C3%25A8re_et_Haut_de_Cry_-_juillet_2022.jpg&w=640&q=50)
ვალეს კანტონი
კანტონი შვეიცარიაში / From Wikipedia, the free encyclopedia
ვალე (ფრანგ. Valais; გერმ. Wallis) — კანტონი შვეიცარიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რონის ხეობის ირგვლივ, სადაც ის სათავეს იღებს ჟენევის ტბიდან და ერთმანეთისგან ჰყოფს პენინისა და ბერნის ალპებს. კანტონი ერთ-ერთი უმშრალესი ადგილია მთელს შვეიცარიაში. განთქმულია მატერჰორნის მთითა და სათხილამურო კურორტ ცერმატითა და ვერბიეთი.
კანტონი | |||||
---|---|---|---|---|---|
ვალე Valais | |||||
![]() | |||||
| |||||
ქვეყანა |
![]() | ||||
ადმ. ცენტრი | სიონი | ||||
შიდა დაყოფა | Goms District, Östlich Raron District, Brig District, Visp District, Westlich Raron District, Leuk District, Sierre District, Sion District, Conthey District, Hérens District, Entremont District, Martigny District, Saint-Maurice District და Monthey District | ||||
კოორდინატები | 46°16′30″ ჩ. გ. 7°30′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1815 | ||||
ფართობი | 5 224,25 კმ² | ||||
ოფიციალური ენა | ფრანგული ენა და Swiss High German | ||||
სალაპარაკო ენები |
ფრანგული, გერმანული | ||||
მოსახლეობა | 312 684 კაცი (2010) | ||||
სიმჭიდროვე | 60 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
საავტომობილო კოდი | VS | ||||
ოფიციალური საიტი | vs.ch | ||||
![]() | |||||
ვალეს კანტონი შვეიცარიის კონფედერაციის ნაწილი 1815 წელს გახდა. ადმინისტრაციულად 13 რაიონად იყოფა.
2010 წლის მონაცემებით, კანტონის მოსახლეობა 312 684 ადამიანს შეადგენს. 81% კათოლიკეა, 6% პროტესტანტი.[1] ძირითადი ენებია ფრანგული და ფრანკო-პროვანსული. თუმცა, აღმოსავლეთ ნაწილში ასევე საუბრობენ გერმანული ენის ვალურ დიალექტზე. უმსხვილესი ქალაქი და დედაქალაქია სიონი.
კანტონის ეკონომიკის მთავარი საფუძვლებია მეღვინეობა-მეხილეობა და ტურიზმი.