From Wikipedia, the free encyclopedia
ვალერი ბრიუსოვი (რუს. Валерий Яковлевич Брюсов; დ. 13 დეკემბერი [ძვ. სტ. 1 დეკემბერი], 1873, მოსკოვი — გ. 9 ოქტომბერი, 1924, იქვე) — რუსი პოეტი და კრიტიკოსი, რუსული სიმბოლისტური მოძრაობის დამაარსებელი.
ვალერი ბრიუსოვი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 (13) დეკემბერი, 1873[1] [2] [3] [4] ან 13 დეკემბერი, 1873[5] [6] [3] |
დაბადების ადგილი | მოსკოვი[1] [7] [8] [9] [10] |
გარდაცვალების თარიღი | 9 ოქტომბერი, 1924[1] [7] [11] [2] [12] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [5] [6] (50 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[1] [7] [9] [10] [8] |
დასაფლავებულია | ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[3] |
ფსევდონიმი | Валерий Маслов, Аврелий[20] [21] , В. Бакулин[22] [21] , Нелли[23] [21] , В. А. Маслов[24] , Даров[21] , 3. Фукс[21] , Ptyx[21] და К. Веригин |
საქმიანობა | პოეტი[5] , მწერალი[25] [1] , მთარგმნელი, ლიტერატურული კრიტიკოსი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ლიტერატურის ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, პროზაიკოსი[5] , დრამატურგი, ისტორიკოსი და ლიტერატურათმცოდნე[5] |
ენა | რუსული ენა |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
ალმა-მატერი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Q4138504? და პოლივანოვის გიმნაზია |
ჟანრი | ლირიკა |
Magnum opus | Q4373758? |
მეუღლე | იოანა ბრიუსოვა |
ხელმოწერა | |
ბრიუსოვი დაიბადა მოსკოვში შეძლებული ვაჭრის ოჯახში და ადრეული ასაკიდანვე მოქცა ედგარ ალან პოს, შარლ ბოდლერისა და იორის-კარლ ჰიუსმანსის გავლენის ქვეშ. ლიტერატურულ კარიერას მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტობიდანვე იწყებს 1890-იან წლებში პოლ ვერლენის, მორის მეტერლინკის, სტეფან მალარმესა და პოს ნაწარმოებების თარგმნით, საკუთარი ლექსების გამოქვეყნებასთან ერთად.
რუსეთში სიმბოლისტური მოძრაობის პოპულარიზაციის მიზნით ბრიუსოვი მრავალი ფსევდონიმით აქვეყნებს საკუთარი ნაშრომებს და მასვე ეკუთვნის ანთოლოგიური კრებულები ძირითადად საკუთარი ლექსებისა სამ ტომად სახელწოდებით „რუსი სიმბოლისტები“ (1894-1895). 1900-იანი წლებიდან ის უკვე გავლენიანი მწერალი და გვიანდელი რუსი სიმბოლისტებისთვის მნიშვნელოვანი ავტორიტეტი ხდება ხელოვნებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. 1904 წელს ბრიულოვი ხდება გავლენიანი ლიტერატურული ჟურნალის „ვესი“ (სასწორი) რედაქტორი, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის რეპუტაციას ლიტერატურულ სამყაროში. ის გააფრთებით ეწინააღმდეგებოდა გეორგი ჩულკოვისა და ვიაჩესლავ ივანოვის მცდელობებს სიმბოლისტთა მოძრაობა მისტიური ანარქიზმისკენ გადაეწონათ 1906-1908 წლებში.
ვალერი ბრიულოვს ასევე ეკუთვნის სამი სიმბოლიზმის გავლენის მეცნიერული ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობა. მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია „სამხრეთის ჯვრის რესპუბლიკა“, რომელსაც განვითარებული ქალაქი ჰქონდა ანტარქტიკაში. დანარჩენ ორ მოთხრობაში მან კომპიუტერები და გარემოს გლობალური კატასტროფული ცვლილებები იწინასწარმეტყველა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.