ეფრემ მაწყვერელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეფრემ მაწყვერელი — აწყურის ეპისკოპოსი დაახლოებით 845-885 წლებში, დაიბადა ქართლში, დიდებული აზნაურის ოჯახში, იზრდებოდა ხანძთის მონასტერში, შემდეგ ცხოვრობდა ნეძვის მონასტერში. იყო გრიგოლ ხანძთელის მოწაფე. წყაროებში იხსენიება „დიდი ეფრემის“ სახელით. ეფრემ მაწყვერელი სარგებლობდა დიდი ავტორიტეთით, მან არსენ I კათოლიკოსის წინააღმდეგ მოწყობილი ძლიერი დაჯგუფება მშვიდობიანი გზით დაშალა, კათოლიკოსს შეარიგა უკმაყოფილო ეპისკოპოსები და მთავარი გვარამ მამფალი. ერთ-ერთი ვერსიით, ეფრემ მაწყვერელის მცდელობით საქართველოს ეკლესიამ იერუსალიმის პატრიარქის სერგის (843-859) თანხმობით მიიღო უფლება „მირონის კურთხევისა“ ქართლში, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ მირონის კურთხევის უფლება მცხეთის ეკლესიას V საუკუნიდან ჰქონდა[1]. დასაფლავებულია აწყურის ტაძარში .
![]() |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფრემი (მრავალმნიშვნელოვანი). |