From Wikipedia, the free encyclopedia
ესტონეთი (ესტ. Eesti), ოფიციალურად ესტონეთის რესპუბლიკა (ესტ. Eesti Vabariik) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ფინეთის ყურე, დასავლეთიდან ბალტიის ზღვა, სამხრეთით ლატვია (343 კმ.) ხოლო აღმოსავლეთით ჩუდ-ფსკოვის ტბა და რუსეთი (338,6 კმ).[9] ტერიტორიაში შედის ძირითადი ნაწილი და ბალტიის ზღვის 2,222 კუნძული; მთლიანი ფართობი 42,388 კმ2-ია და ხასიათდება ნოტიო კონტინენტური კლიმატით. ტალინი, ესტონეთის დედაქალაქი, და ტარტუ ქვეყნის უდიდესი ქალაქებია ურბანული ტერიტორიების მხრივ; სხვა აღსანიშნავ ქალაქებს მიეკუთვნება ნარვა, პიარნუ, კოჰტლა და ვილიანდი. ქვეყნის ოფიციალური ენა, ესტონური ენა, არის მეორე ყველაზე გავრცელებული ენა ფინურ ენებში.
ესტონეთის რესპუბლიკა Eesti Vabariik ესტონეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი:
|
||||||
ესტონეთის მდებარეობა ევროპაში
|
||||||
დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი | ტალინი 59°25′ ჩ. გ. 24°45′ ა. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესტონური [ა] | |||||
აღიარებული რეგიონული ენები |
|
|||||
ეთნიკური ჯგუფები (2013[1]) |
|
|||||
ეთნოქორონიმი | ესტონელი | |||||
მთავრობა | საპარლამენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | კერსტი კალიულაიდი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | კაია კალასი | ||||
საკანონმდებლო ორგანო | რიიგიკოგუ | |||||
დამოუკიდებლობა | ||||||
- | ავტონომიის გამოცხადება | 12 აპრილი, 1917 | ||||
- | დამოუკიდებლობის დეკლარაცია შემდეგ აღიარება |
24 თებერვალი, 1918 2 თებერვალი, 1920 |
||||
- | საგარეო ოკუპაცია | 1940–1991 | ||||
- | დამოუკიდებლობის აღდგენა | 20 აგვისტო, 1991 | ||||
- | ევროკავშირში გაწევრიანება | 1 მაისი, 2004 | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 45 227 კმ2 [გ](132-ე) | ||||
- | წყალი (%) | 4.45 % | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2014 შეფასება | 1 315 819[2] (154-ე) | ||||
- | 2011 აღწერა | 1 294 486[3] | ||||
- | სიმჭიდროვე | 29 კაცი/კმ2 (181-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $29.944 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $23 213[4] (47-ე) | ||||
მშპ (ნომინალი) | 2014 შეფასება | |||||
- | სულ | $24.284 მილიარდი[4] | ||||
- | ერთ სულ მოსახლეზე | $20 179[4] (41-ე) | ||||
ჯინი (2012) | 32.5[5] საშუალო |
|||||
აგი (2013) | 0.840[6] ძალიან მაღალი · 33-ე |
|||||
ვალუტა | ევრო (€) [დ] (EUR ) |
|||||
სასაათო სარტყელი | UTC+02:00 (UTC+2) | |||||
- | ზაფხული (DST) | UTC+03:00 (UTC+3) | ||||
მოძრაობა | მარჯვენა | |||||
სატელეფონო კოდი | +372 | |||||
ISO 3166 კოდი | EE | |||||
ინტერნეტ-დომენი | .ee [ე] | |||||
ა. | კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთ ოფიციალურ ენას ესტონური წარმოადგენს.[7] სამხრეთის მაზრებში, მასთან ერთად ვიროზე და სეტუზეც ლაპარაკობენ. რუსული არაოფიციალური სალაპარაკო ენაა იდა-ვირუმაასა და ტალინში, საბჭოთა კავშირის ომის შემდგომი პოლიტიკის შედეგად. | |||||
ბ. | მოიცავს 5,4 % ვიროებსა და 0,93 % სეტოებს.[8] | |||||
გ. | რუსეთ-ესტონეთის 1920 წლის ტარტუს ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 47 549 კმ². ამჟამად, დარჩენილი 2323 კმ² კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორც საკუთარი ტერიტორია. დათმობილი ტერიტორიები მოიცავს ყოფილი პეჩორის მაზრის დიდ ნაწილსა და მდინარე ნარვის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის ივანგოროდი (იანილინი). პეჩორი რუსეთის კონტროლქვეშ რჩება. | |||||
დ. | ესტონური კრონი (EEK) 2011 წლამდე. | |||||
ე. | ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. |
არის დემოკრატიურლი უნიტარული საპარლამენტო რესპუბლიკა, რომელიც დაყოფილია 15 მუნიციპალიტეტად. 1.3 მილიონი მცხოვრებით ესტონეთი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა ევროპის კავშირის, ევროზონის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცის, შენგენის ზონის, ნატოს და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს შორის.[10]
ესტონეთი არის განვითარებული ქვეყანა მოწინავე, მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2004 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია.[11] ადამიანის განვითარების ინდექსი ქვეყანაში ძალიან მაღალია;[6] აგრეთვე მაღალ დონეზეა ეკონომიკური და სამოქალაქო თავისუფლება,[12] განათლება[13] და პრესის თავისუფლება.[14] ესტონეთის მოქალაქეები იღებენ საყოველთაო ჯანდაცვას,[15] უფასო განათლებასა[16] და ყველაზე ხანგრძლივ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში.[17] ქვეყანას ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ციფრულად-მოწინავე საზოგადოება:[18] 2005 წელს ესტონეთი გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც არჩევნები ჩაატარა ინტერნეტით, ხოლო 2014 წელს, პირველი სახელმწიფო, რომელმაც უზრუნველყო ელექტრონული რეზიდენცია.
ქვეყანა მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ჩრდილოეთის 57.3° და 59.5° განედებსა და აღმოსავლეთის 21.5° და 28.1° გრძედებს შორის. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან არის 50 მეტრი. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი და ლატვია. ფართობი – 45 226 კვ. კმ.
კონტინენტური ნაწილის გარდა, ესტონეთს უჭირავს ბალტიის ზღვის სიდიდით მეორე არქიპელაგი (ოლანდის არქიპელაგის შემდეგ). კერძოდ: მოონზუნდის არქიპელაგი. ორი უდიდესი კუნძულით: საარემაა და ჰიიუმაა. მათ გარდა, ამ არქიპელაგში ასობით მომცრო კუნძული შედის. შიდა წყლებიდან უმთავრესი სტრატეგიული რესურსია ტბა პეიპსი იარვი. რომელიც აღმოსავლეთ საზღვრის დიდ ნაწილს წარმოადგენს ესტონეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. (ქართულში ეს ტბა უფრო ცნობილია მისი რუსული სახელწოდებით: ჩუდის ტბა).
პეიპსი იარვიდან გამოედინება მდინარე ნარვა. რომელიც ამ ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს, ჩაედინება რა თავად ბალტიის ზღვაში.
ესტონეთი მოქცეულია ჩრდილოეთ ზომიერი სარტყელის ზონაში, სადაც ზღვის და კონტინენტური კლიმატი ერთმანეთს ერწყმის. ვხვდებით თითქმის თანაბარი ხანგრძლივობის 4 სეზონს. ყველაზე თბილ თვეში, ივლისში, საშუალო ტემპერატურა კუნძულებზე 16.3 გრადუსია, ხოლო ქვეყნის შიდა ნაწილში - 18.1 გრადუსი; ხოლო ყველაზე ცივ თვეში, თებერვალში, კუნძულებზე საშუალოდ −3.5 გრადუსი, ხოლო ქვეყნის შიდა ნაწილში −7.6 გრადუსი ფიქსირდება. საშუალო წლიური ტემპერატურა 5.2 გრადუსია.[19] 1961-1990 წლებში ნალექების წლიური საშუალო მაჩვენებელი 535-727 მმ-მდე მერყეობდა.[20] თოვლის საფარს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში უფრო მაღალია, ჩვეულებრივ ვხვდებით შუა დეკემბრიდან გვიან მარტამდე.
ევროპის მრავალ ქვეყანაში გადაშენებული სახეობა ესტონეთში ჯერ კიდევ გვხვდება. ძუძუმწოვრებიდან ესტონეთში გვხვდება: რუხი მგელი, ფოცხვერი, მურა დათვი, წითელი მელა, მაჩვი, გარეული ღორი, ლოსი, კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, თახვი, წავი, გრძელდინგა სელაპი და რგოლებიანი ნერპა. გადაშენების პირას მყოფი წაულას პოპულაცია წარმატებით აღადგინეს კუნძულ ჰიიუმააში; აგრეთვე, ციმბირული მფრინავი ციყვი პოპულაცია აღადგინეს აღმოსავლეთ ესტონეთში.[21][22]
შემოსახლებული სახეობების, მაგალითად, ხალებიანი ირემი, ენოტისმსგავსი ძაღლი და ონდატრა, ნახვა დღესდღეობით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზეა შესაძლებელი.[23] ესტონეთში 300-ზე მეტი ფრინველის სახეობაა ნაპოვნი; მათ შორის არის: თეთრკუდა ფსოვი, მთის არწივი, სოღო, იშხვარი, ლაკლაკი, ბუს მრავალი სახეობა, ბატი და მრავალი სხვა.[24] „Barn swallow“ არის ესტონეთის ეროვნული ჩიტი.[25]
დაცული ადგილები ფარავს ესტონეთის სახმელეთო ტერიტორიის 18%-ს, ხოლო საზღვაო ტერიტორიის - 26%-ს. ქვეყანაში ვხვდებით 6 ეროვნულ პარკს, 159 ნაკრძალსა და მრავალ სხვა დაცულ ტერიტორიას.[26]
1988 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის სუვერენიტეტი. 1991 წელს მიიღო სრული დამოუკიდებლობა, რაც აღიარებულ იქნა გაეროს მიერ. 2002 წლის ბოლოს ესტონეთის უახლეს ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ქვეყანამ მიიღო ოფიციალური მიწვევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2004 წლის აპრილში კი ამ ორგანიზაციათა სრულუფლებიანი წევრი გახდა. საბჭოთა მემკვიდრეობა თავის კვალს დღესაც ამჩნევს ქვეყნის ცხოვრებას - რუსულენოვანი მოსახლეობა პრაქტიკულად მოქალაქეობის არმქონეა. ამის მიზეზია ის ფაქტი, რომ ერთი ნაწილი ვერ აბარებენ გამოცდას სახელმწიფო ენის ცოდნაზე, ხოლო მეორე ნაწილი ვერ ხედავს აუცილებლობას ესტონეთის მოქალაქეობის მიღებისა.
მეორე მსოფლიო ომამდე, ეთიკურად ესტონელები შეადგენდნენ ქვეყნის მოსახლეობის 88%-ს, ხოლო ეროვნული უმცირესობების წილი 12% იყო.[29] 1934 წელს ეთნიკურ უმცირესობებს შორის რაოდენობით გამოირჩეობდნენ: რუსები, გერმანელები, შვედები, ლატვიელები, ებრაელები, პოლონელები, ფინელები და იზორიელები.
ესტონეთში ბალტიელ გერმანელთა წილი, 1881–1934 წლებში, 5.3 %-დან (~46,700) 1.3 %-მდე (16,346) დაეცა, რაც ძირითადად განაპირობა გერმანიაში ემიგრაციამ და XX საუკუნეში ესტონეთის დამოუკიდებლობის მოპოვებამ.
1945-1989 წლებში ქვეყნის მთლიან მოსახლეობაში ესტონელთა წილი 61%-მდე დაეცა, რაც ძირითადად საბჭოთა პროგრამით იყო გამოწვეული; საბჭოეთი ხელს უწყობდა მუშათა ემიგრაციას რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან. 1989 წლისთვის ეთნიკური უმცირესობების წილმა ქვეყანაში მესამედს გადააჭარბა, რადგან არა-ესტონელთა რიცხვი დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა.
თანამედროვე ესტონეთი ეთნიკურად ჰეტეროგენული ქვეყანაა, მაგრამ ეს არ ვრცელდება მის ყველა მუნიციპალიტეტზე: 15 მუნიციპალიტეტიდან 13 მათგანში მოსახლეობის 80%-ზე მეტი ესტონელია, ხოლო არა-ესტონელი მოსახლეობა ძირითადად 2 მუნიციპალიტეტშია კონცენტრირებული. ყველაზე ჰეტეროგენული ჰომოგენული მუნიციპალიტეტი არის ჰიიუმაა, სადაც ესტონელები მოსახლეობის 98.4 % შეადგენენ. ხოლო ჰარიუმაასა და იდა-ვირუმაას მუნიციპალიტეტებში ესტონელთა წილი, შესაბამისად, 60 % და 20 % არის. მთლიანი მოსახლეობის 25.6 %-ს რუსები წარმოადგენენ, თუმცა რუსთა წილი ჰარიუმააში 36 %, ხოლო იდა-ვირუმააში 70 %-ია.
რელიგია | 2000 წლის აღწერა[30] | 2011 წლის აღწერა[31] | ||
---|---|---|---|---|
რიცხვი | % | რიცხვი | % | |
აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია | 143,554 | 12.80 | 176,773 | 16.15 |
ლუთერანობა | 152,237 | 13.57 | 108,513 | 9.91 |
ბაპტიზმი | 6,009 | 0.54 | 4,507 | 0.41 |
რომის კათოლიკური ეკლესია | 5,745 | 0.51 | 4,501 | 0.41 |
იეჰოვას მოწმეები | 3,823 | 0.34 | 3,938 | 0.36 |
სტაროვერები | 2,515 | 0.22 | 2,605 | 0.24 |
კრების ეკლესია | 223 | 0.02 | 2,189 | 0.20 |
ესტონური ნეოპაგანიზმი | 1,058 | 0.09 | 1,925 | 0.18 |
ტაარას მორწმუნეები | 1,047 | 0.10 | ||
ორმოცდაათიანელობა | 2,648 | 0.24 | 1,855 | 0.17 |
მუსლიმანობა | 1,387 | 0.12 | 1,508 | 0.14 |
ადვენტისტები | 1,561 | 0.14 | 1,194 | 0.11 |
ბუდიზმი | 622 | 0.06 | 1,145 | 0.10 |
მეთოდიზმი | 1,455 | 0.13 | 1,098 | 0.10 |
სხვა რელიგია | 4,995 | 0.45 | 8,074 | 0.74 |
არა-რელიგიური | 450,458 | 40.16 | 592,588 | 54.14 |
უცნობი | 343,292 | 30.61 | 181,104 | 16.55 |
სულ1 | 1,121,582 | 100.00 | 1,094,564 | 100.00 |
115 წელზე უფროსი მოსახლეობა.
ესტონეთს გააჩნია მდიდარი და მრავალფეროვანი რელიგიური ისტორია, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში თანდათან მცირდება რელიგიის მიმდევართა რიცხვი: გამოკითხვებში მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი აცხადებს თავს არა-რელიგიურად. ეთნიკურ უმცირესობებს შორის უდიდეს ჯგუფებს ადგენენ სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინერეობების მიმდევრები; მათ შორის არიან: ლუთერანები, აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევრები; შედარებით მცირე რაოდენობით მიმდევარი ჰყავს იუდაიზმს, ისლამსა და ბუდიზმს.
ესტონელები XIII საუკუნეში ტევტონთა ორდენის რაინდების მიერ გაქრისტიანდნენ. პროტესტანტულმა რეფორმამ განაპირობა 1686 წელს ლუთერული ეკლესიის დაარსება. მეორე მსოფლიო ომამდე ესტონეთის დაახლოებით 80% იყო პროტესტანტი, მეტწილად ლუთერანები,[32][33][34] შემდეგ მოსდევდნენ კალვინისტები და სხვა პროტესტანტული მიმდინარეობების მიმდევრები. ბევრი ესტონელი მიიჩნევს, რომ დიდად რელიგიური არაა, რადგან XIX საუკუნის განმავლობაში რელიგია გერმანიის ფეოდალურ მმართველობასთან ასოცირდება მათთვის.[35]
დღეს ესტონეთის კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებას, ეკლესიისა და სახელმწიფოს განცალკევებას და ინდივიდუალური უფლებების დაცვას რწმენისა და რელიგიის შესახებ.[36] Dentsu Communication Institute Inc-ის თანახმად, ესტონეთი მსოფლიოში ერთ – ერთი ყველაზე ნაკლებად რელიგიური ქვეყანაა: მოსახლეობის 75,7% აცხადებს, რომ არა-რელიგიურია. ლუთერანული მსოფლიო ფედერაციის თანახმად, ისტორიულ ლუთერანულ დასახელებაში მათ 180,000 რეგისტრირებული წევრი ჰყავთ.[37]
ევრობარომეტრის მიერ 2012 წელს ევროკავშირში ჩატარებული რელიგიური გამოკითხვის მიხედვით, ქრისტიანები ესტონეთში უდიდეს ჯგუფს ქმნიან, რომელშიც შედის ესტონელების 45%.[36] ხოლო ქრისტიანულ ჯგუფებს შორის უდიდესი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიაა, რომელშიც ესტონელების 17% ირიცხება;[36] შემდეგ მოდის პროტესტანტები 6%-ით და ქრისტიანული განშტოებები 22%-ით. არა-რელიგიურ/აგნოსიტებს მიეკუთვნება მოსახლეობის 22%, ათეისტებს 15%, ხოლო 15%-ის რელიგიური ფონი გაურკვეველია.[36]
სახელმწიფო ენა, ესტონური, ეკუთვნის ურალური ენების ფინურ ჯგუფს. ესტონური ენა მჭიდრო კავშირშია ფინურთან, რომელზეც ფინეთში, ფინეთის ყურის მეორე მხარეს საუბრობენ და არის ერთ-ერთი ისეთი ევროპული ენა, რომელსაც ინდოევროპული წარმომავლობა არ აქვს.
დიალექტების, სეტოსა და ვოროს ჩათვლით, სამხრეთ ესტონურ ენაზე ქვეყანაში დაახლოებით 100,000 მცხოვრები ლაპარაკობს. ამ ენაზე ძირითადად ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საუბრობენ.
ნაკლებად გავრცელებულ ენებს შორის პირველ ადგილს რუსული იკავებს. ესტონეთში ვხვდებით ქალაქებს, სადაც რუსულ მოსაუბრეთა შედარებით დიდ რაოდენობაა თავმოყრილი (განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა კონცენტრირებული ნარვაში). რუსულად ძირითადად ლაპარაკობენ 40-70 წლის ესტონელები, რადგან 1944-1991 წლებში რუსული ესტონეთის არაოფიციალური ენა იყო: საბჭოთა კავშირში იგი ისწავლებოდა, როგორც მეორე სავალდებულო ენა.
ესტონელი მოსწავლეები ყველაზე ხშირად სწავლობენ ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. სხვა პოპულარული ენებს მიეკუთვნება ფინური, ესპანური და შვედური.[38]
ესტონეთის კულტურაში სპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. 1918 წელს რუსეთიდან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ესტონეთმა ერის სტატუსით პირველად იასპარეზა 1920 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1923 წელს შეიქმნა. ესტონელი სპორტსმენები ოლიმპირ თამაშებში მონაწილეობას იღებდნენ მანამ, სანამ 1940 წელს ქვეყანა საბჭოთა კავშირს შეუერთდებოდა. 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიადის სეილინგის „რეგეტა“ ჩატარდა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ესტონეთი ყოველ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობს. ესტონელებს მედლების უმეტესი ნაწილი მოგებული აქვთ სპორტის ისეთ სახეობებში, როგორებიცაა: „Track and field“, ოლიმპიური ძალოსნობა, ჭიდაობა, „Cross-country skiing“. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ესტონეთს ოლიმპიურ თამაშებში ბევრი დიდი წარმატება აქვს მიღწეული. ესტონელებმა საუკეთესო შედეგი (მე-13 ადგილი მედლების მხრივ) დააფიქსირეს 1936 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, აგრეთვე მედლების რაოდენობით მე-12 ადგილი დაიკავეს 2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზეც.
ესტონელი სპორტსმენებიდან აღსანიშნავია: მოჭიდავეები: კრისტან პალასალუ, იოჰან კოტკასი, ვოლდემარ ვალი და ჯორჯ ლურიჩი; მოთხილამურეები: ანდრუს ვეერპალუ და კრისტინა სმიგუნ-ვაჰი, ძალოსნები: ალფრედ ნეულანდი და ჯაან ტალტსი; მოფარიკავე ნიკოლაი ნოვოლსოვი; დეკ-ათლეტი ერკი ნული; ჩოგბურთელები: კაია კანეპი და ანეტ კონტავეი, ველოსიპედისტები: ჟაან კირსიპუ და ერიკა სამულაე.
პოლ კერესი, ესტონელი და საბჭოელი ჭადრაკის გრანდმასტერი, 1930-იანი წლებიდან 1960-იან წლებამდე იყო მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. კიიკინგი, სპორტის შედარებით ახალი სახეობა, 1993 წელს გამოიგონა ესტონელმა ადო კოსკმა.
ესტონეთში აღსანიშნავ სპორტის სახეობებს შორის არის კალათბურთიც. ქვეყნის უმაღლეს საკალათბურთო ლიგას მოიხსენიებენ, როგორც Korvpalli Meistriliiga. ტარტუს უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდს აღნიშნული ჩემპიონატი 26-ჯერ აქვს მოგებული. ესტონეთის კლუბები აგრეთვე მონაწილეობენ ევროპულ და რეგიონალურ შეჯიბრებებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.