Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კერსტი კალიულაიდი (ესტ. Kersti Kaljulaid; დ. 30 დეკემბერი 1969, ტარტუ, ესტონეთის სსრ, სსრკ) — ესტონელი პოლიტიკოსი. 2016 წლის 3 ოქტომბერს აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თანამდებობა დაიკავა ამავე წლის 10 ოქტომბერს.[1] იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი-პრეზიდენტი გახდა[2].
კერსტი კალიულაიდი | |
ესტონეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 ოქტომბერი, 2016 – 11 ოქტომბერი, 2021 | |
წინამორბედი | ტოომას ჰენდრიკ ილვესი |
დაბადებული | 30 დეკემბერი, 1969 ტარტუ, ესტონეთის სსრ, სსრკ |
მეუღლე | გეორგ-რენე მაქსიმოვსკი |
განათლება | ტარტუს უნივერსიტეტი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, ეკონომისტი |
კერსტი კალიულაიდი დაიბადა 1969 წელს ტარტუში და არის დაბადებით ესტონეთის მოქალაქე.[3] 1987 წელს დაასრულა ტარტუს 44-ე საშუალო სკოლა,[4] ხოლო 1992 წელს ტარტუს უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.[5]
2001 წელს მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი ტარტუს უნივერსიტეტში.
2011 წელს ის ტარტუს უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს წევრი გახდა.[6] 2016 წელს აირჩიეს ესტონეთის პრეზიდენტად და გახდა ამ ქვეყნის პირველი ქალი-პრეზიდენტი.[7][8] მისი გადაწყვეტილებით პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ ცხოვრებას განაგრძობს საკუთარ სახლში და არ გადავა საპრეზიდენტო სასახლეში.[9] პირველ ვიზიტს გეგმავს ფინეთსა და ლატვიაში.[10]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.