From Wikipedia, the free encyclopedia
ეჟენ ბოში (ფრანგ. Eugène Boch; დ. 1 სექტემბერი, 1855 — გ. 3 იანვარი, 1941) — ბელგიელი მხატვარი, დაიბადა სან-ვაასტში, ლა ლუვიერში, ენოს პროვინციაში. იყო ანა ბოშის უმცროსი ძმა.
ეჟენ ბოში | |
---|---|
დაიბადა | 1 სექტემბერი, 1855 სან-ვაასტი, ლა ლუვიერი, ენოს პროვინცია |
გარდაიცვალა | 3 იანვარი, 1941 (85 წლის) მონტიონი, სენა და მარნა, საფრანგეთი |
ეჟენ ბოში იყო ბოშების ოჯახის მეხუთე თაობის წარმომადგენელი, ჩინური კერამიკისა და ნივთების მწარმოებელი მდიდარი ოჯახისა, რომელიც დღესაც აქტიურია და მუშაობს ფირმა Villeroy & Boch-ის სახელით, ეჟენ ბოში ჩაწერილი იყო და აქტიურად მუშაობდა ლეონ ბონას სახელოსნოში, პარიზში, 1879 წელს. 1882 წლიდან, როდესაც ბონამ დახურა საკუთარი სახელოსნო, მან სწავლა და მუშაობა ფერნანდ კორმონის სახელოსნოში განაგრძო. 1882, 1883 და 1885 წლებში მისი ნახატები სალონის გამოფენებზე იქნა აღიარებული.
1888 წელს, დოჯ მაკნაითმა ეჟენ ბოში გააცნო ვინსენტ ვან გოგს.
1892 წელს ის დასახლდა მონტიონში (სენა და მარნა), პარიზთან ახლოს. 1909 წელს, ის დაქორწინდა ანე-მარი ლეონ კრუსფონდზე (?-1933), 1910 წელს ისინი დასახლდნენ საკუთარ რესტავრირებულ შალეში (შვეიცარიული სახლი), სადაც სიცოცხლის ბოლომდე ერთად ცხოვრობდნენ.
ეჟენ ბოშს ახლო ურთიერთობა ჰქონდა თანამედროვე მხატვრებთან და მხარს უჭერდა მათ, თუმცაღა მისი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ სუსტი იყო. ამ მხატვრებს შორის იყვნენ ემილ ბერნარი, რომელსაც ის კორმონის სახელოსნოში შეხვდა, და პოლ გოგენი. ამასთან ის ნამუშევრებს ცვლიდა ვინსენტ ვან გოგთანაც. ასე მოახერხა მან შეეგროვებინა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილ მხატვართა ნამუშევრების უდიდესი კოლექცია. საკუთარი პორტრეტის გარდა მას ჰქონდა ვინსენტ ვან გოგის კიდევ ერთი ნამუშევარი. საკუთარი დის, ანას მსგავსად, საკუთარი ფინანსების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ის მამამისის, ვიქტორ ბოშის ბიზნეს წარმატების საფუძველზე ფლობდა, მან სხვა მხატვრების ხელშეწყობაში დახარჯა. ისინი იძენდნენ ნამუშევრებს ფაქტობრივად ყველა თანამედროვე მხატვრისაგან, რომელთა უმრავლესობაც მათი მეგობარი იყო.
1941 წელს ეჟენ ბოში სიკვდილის შემდეგ, საკუთარი პორტრეტი სახელად პოეტი, რომელიც მას ავტორმა, ვინსენტ ვან გოგმა დაარქვა, და რომელიც მას ჯოანა ვან გოგ-ბოგნერისგან ჰქონდა მიღებული, გადაეცა ლუვრის მუზეუმს. დღეს კი ნამუშევარი წკუთვნის ორსეის მუზეუმის კოლექციას.
ბოშის კოლექციის ნაწილი შეიძინა მისი დის შვილიშვილმა ლუთვინ ვონ ბოშმა, იმ მიზნით, რომ შეექმნა ანა და ეჟენ ბოშების მუზეუმი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.