![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b0/Emily_Dickinson_daguerreotype_%2528Restored%252C_cropped%252C_blown_up%252C_sepia%2529.jpg/640px-Emily_Dickinson_daguerreotype_%2528Restored%252C_cropped%252C_blown_up%252C_sepia%2529.jpg&w=640&q=50)
ემილი დიკინსონი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილი დიკინსონი (დ. 10 დეკემბერი, 1830 — გ. 15 მაისი, 1886) — ამერიკელი პოეტი. დაიბადა ამჰერსტში, მასაჩუსეტსის შტატში, წარმატებულ ოჯახში, რომელსაც ძლიერი საზოგადოებრივი კავშირები გააჩნდა, თუმცა ემილი საკმაოდ ინტროვერტული და ჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობდა. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდობაში ამერსტის აკადემიაში შვიდი წელი ისწავლა, მცირე ხანი მოუნტ ჰოლიოკის ქალთა სემინარიაშიც გაატარა, სანამ სახლში დაბრუნდებოდა. ემილი, რომელიც ადგილობრივებს ექსცენტრიულად მიაჩნდათ, ცნობილი იყო იმით, რომ სტუმრებსაც იშვიათად ეგებებოდა, ხოლო მოგვიანებით თავისი ოთახიდან თითქმის აღარ გამოდიოდა.
ემილი დიკინსონი | |
---|---|
ინგლ. Emily Dickinson | |
![]() | |
დაბადების თარიღი | 10 დეკემბერი, 1830(1830-12-10)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] |
დაბადების ადგილი | ამჰერსტი[6] [11] |
გარდაცვალების თარიღი | 15 მაისი, 1886(1886-05-15)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6] [7] [11] [13] [14] [15] [16] [17] [18] [19] [20] [21] [22] [23] [24] [25] [12] (55 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ამჰერსტი[26] [6] [11] |
დასაფლავებულია | Amherst West Cemetery[6] |
საქმიანობა | მწერალი[6] [27] [28] , პოეტი[29] [6] [12] და gardener |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ[6] |
ალმა-მატერი | მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი[6] , Amherst Academy და Wilbraham & Monson Academy |
ჟანრი | პოეზია[6] |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[30] [6] |
ნათესავ(ებ)ი | Martha Dickinson Bianchi |
გავლენა მოახდინეს | |
საიტი | emilydickinson.org |
ემილის სიცოცხლეში მისი ათას რვაასამდე ლექსის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოქვეყნდა,[31] რომელიც გამომცემლების მიერ იქნა ჩასწორებული, რათა იმ დროის პოეზიურ წესებში ჩამჯდარიყო. დიკინსონის ლექსები უნიკალურია იმ ეპოქისათვის, რომელშიც ის წერდა. ისინი შეიცავენ მოკლე ხაზებს და ჩვეულებრივ არ აქვთ სათაურები.[32] ბევრი მათგანი ეხება სიკვდილისა და უკვდავების თემას - ორი საკითხი, რომელიც ემილის მიერ მეგობრებისადმი მიწერილ წერილებში ჭარბობს.
მიუხედავად იმისა, რომ ემილის ნაცნობების უმრავლესობამ იცოდა მისი ნაწერების შესახებ, სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1886 წელს აღმოაჩინა მისმა უმცროსმა დამ - ლავინიამ ლექსების კრებული, რის შემდეგაც დიკინსონის შემოქმედება ცნობილი გახდა. მისი პირველი კრებული 1890 წელს გამოიცა თომას ვენტვორტ ჰიგინსონისა და მებელ ლუმის ტოდის მიერ, რომლებმაც ბევრი რამ ჩაასწორეს, ხოლო სრული და ჩაუსწორებელი კრებული პირველად ხელმისაწვდომი 1955 წელს გახდა, როდესაც "ემილი დიკინსონის ლექსები" (The Poems of Emily Dickinson) თომას ჰ. ჯონსონის მიერ გამოიცა. მიუხედავად ემილის შემოქმედების იმ არასასურველი შეფასებებისა და სკეპტიციზმისა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დამდეგს სუფევდა, ამჟამად კრიტიკოსები დიკინსონს დიდ ამერიკელ პოეტად მიიჩნევენ.[33]